» » BILD: არიენ რობენმა მოთმინება უნდა იქონიოს

BILD: არიენ რობენმა მოთმინება უნდა იქონიოს

14-იან-2013, 14:26
0309
გთავაზობთ BILD-ის ჟურნალისტის, ფელიქს შიდელის, მიერ მომზადებულ სტატიას არიენ რობენის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ და ძირითად შემადგენლობაში დაბრუნების, სავარაუდო, შანსზებზე.

არიენ რობენს დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა წელის ტკივილები, რის გამოც ჰოლანდიელს კიდევ დიდი ხანი უნდა ეუქმა, რომ არა წარმატებული სამედიცინო კურსი. 28 წლის ფეხბურთელი ახლა კვლავ ფორმაშია და სეზონის მეორე ნახევრისთვის ემზადება, თუმცა მორჩენილი ტრავმით რობენის ისტორია არ მთავრდება.

არიენ რობენი მიუნხენის ბაიერნის კოზირად რჩება. ჰოლანდიელის ფორმა ჯერ კიდევ კატარში გამართულ შეკრებაზე გამოჩნდა. სეზონის მეორე ნახევარში სასტარტო შემადგენლობაში თამაშის დაწყება დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენად კარგად ითამაშებდა და გაუძლებდა დატვირთვას 28-წლის ფეხბურთელი ბაზელის წინააღმდეგ. 67-წლის სპეციალისტმა არიენ რობენს, შვეიცარიული კლუბის წინააღმდეგ, 71 წუთი მისცა სათამაშოდ.

ამგვარმა სიტუაციამ ჰოლანდიელი ფეხბურთელი ჩაფიქრებული წარმოგვიდგინა, მატჩის შემდეგ BILD-თან ინტერვიუში რობენი შექმნილ სიტუაციაზე საუბრობდა: "კარგია, სათადარიგოთა სკამზე, რომ არ მიწევს ჯდომა. ამჟამინდელი მდგომარეობა ჩემთვის რთულია, თუმცა მოთმინებით ველოდები ჩემს შანსს. ყატარში გამართულ შეკრებაზე უკვე განვაცხადე, რომ ყველაფერს გაგებით ვეკიდები, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც".

რობენის მხარე. სუპერვარსკვლავის მხარე, რომელიც სურპრიზებითაა სავსე და მიუნხენურ კლუბს დიდი ძალისხმევა ჭირდება ჰოლანდიელი ფეხბურთელის დასაყოლიებლად.

"მიხარია, რომ კვლავ ჯანმრთელი ვარ და გუნდისთვის სარგებლის მოტანა შემიძლია. სეზონის მეორე ნახევარში ძირითად შემადგენლობაში თამაში ჩემთვის დიდი სიხარული იქნება. ერთადერთი რაც მინდა, ჯერ კიდევ, თამაშია".

როდესაც არიენ რობენის დაბრუნების საკითხზე ვსაუბრობთ ვაწყდებით ტომას მიულერის პრობლემას, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და პოზიციების დათმობას არ აპირებს.

BILD-ის ჟურნალისტი ფელიქს შიდელი ასევე განმარტავს, რომ რობენმა მოთმინება უნდა იქონიოს ისევე, როგორც გომესი და ვან ბუიტენი დაელოდნენ საკუთარ შანსს ტრავმიანობის შემდეგ.

BILD ასევე სეზონის მეორე ნახევრისთვის მიუნხენური კლუბის, სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას გვთავაზობს:

მანუელ ნოიერი - დავიდ ალაბა, დანტე, ვან ბუიტენი, ლამი - ბასტიან შვაინშტაიგერი, ხავი მარტინესი - ფრენკ რიბერი, ტონი კროოსი, ტომას მიულერი - მარიო მანჯუკიჩი
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..