» » BILD: იუპ ჰაინკესი მატიას ზამერივით მსჯელობს

BILD: იუპ ჰაინკესი მატიას ზამერივით მსჯელობს

16-01-2013, 16:04
0143
გთავაზობთ Bild-ის ჟურნალისტის, კაი პისოტას, მიერ მომზადებულ სტატიას მიუნხენური კლუბის სპორტულ დირექტორსა და იუპ ჰაინკესის შესახებ, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში ერთნაირად მსჯელობენ.

დღეს ზებნერ შტრასზე ვარჯიშის დასრულების შემდეგ, გუნდი დარბაზში შეიკრიბა და მატჩების განხილვა, ჩვეულებრივზე, დიდ ხანს გაგრძელდა. გასაგებია, რომ 67-წლის სპეციალისტს ორი მატჩი, ბაზელთან და უნტერჰაგინთან გამართული შეხვედრები უნდა განეხილა.

მიუნხენის ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა გუნდი საჯაროდ გააკრიტიკა ZDF-თან ინტერვიუში და აღნიშნა, რომ გუნდური სულისკვეთება არ მოსწონს. ზამერი ასევე აცხადებს, რომ გერმანული გრანდის ფეხბურთელები ხშირად სანახაობრივ თამაშზე უარს ამბობენ რეზულტატის გამო, რაც საკმაოდ ცუდია რეკორდმაისტერისთვის.

მიმდინარე სეზონის მეორე ნახევრის დაწყებამდე იუპ ჰაინკესმაც გააკრიტიკა ბავარიელები: "რეზულტატის შენარჩუნებისთვის ბრძოლა და დაცვით თამაშზე გადასვლა ეს ის არაა რაც მე მსურს".

აშკარაა, რომ იუპ ჰაინკესი და მატიას ზამერი ერთნაირად მსჯელობენ, მაგრამ რატომ აკეთებენ ამას?

აღნიშნულ კითხვაზე პასუხი მარტივია: 67-წლის მწვრთნელსა და სპორტულ დირექტორს სურთს გუნდში არსებული შიდა კონკურენცია მაქსიმალურად შეინარჩუნონ, რათა შაბათს გასამართი მატჩისთვის მიუნხენის ბაიერნმა სწორად შეაფასოს ფიურტის ძალები და სეზონის მეორე ნახევარი, მოულოდნელი, ქულების დაკარგვით არ დაიწყოს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..