» » პეპ გვარდიოლა მიუნხენის ბაიერნის მწვრთნელია!

პეპ გვარდიოლა მიუნხენის ბაიერნის მწვრთნელია!

17-იან-2013, 02:13
0310
პეპ გვარდიოლას გარშემო ატეხილ მითქმა-მოთქმას ბოლო მოეღო. მიუნხენის ბაიერნის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ესპანელი სპეციალისტი რეკორდმაისტერის ახალი მწვრთნელია.

დღეს გაიმართა შეხვედრა მიუნხენის ბაიერნის თვითმმართველობის დირექტორსა და იუპ ჰაინეს შორის. 67-წლის მწვრთნელი, რომელიც, ჯერ კიდევ, ახალ წლამდე ეუბნებოდა რუმენიგეს, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას აპირებდა, დღეს ოფიციალურად გააკეთა განცხადება.

"როგორც ხელმძღვანელობამ და ჰაინკესის მეგობრებმა პატივი უნდა ვცეთ გერმანელი სპეციალისტის გადაწყვეტილებას. პირდა საუბარში ერთმანეთი დავარწმუნეთ, რომ ყველა ზომას მივიღებთ იმისთვის, რომ მიუნხენის ბაიერნმა მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარი წარმატებით დაამთავროს და ჩემპიონის ტიტული მოვიპოვოთ", - ამბობს კარლ-ჰაინც რუმენიგე მიუნხენური კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში.

67-წლის სპეციალისტს თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი წარმატებული მწვრთნელი, 41-წლის ესპანელი, პეპ გვარდიოლა შეცვლის. ესპანელი მწვრთნელი მიუნხენის ბაიერნს სათავეში ივლისიდან ჩაუდგება და რეკორდმაისტერს სამი წლის განმავლობაში გაწვრთნის.

"ყველანი დიდ მადლობას ვუხდით იუპს გაწეული სამუშაოსთვის და იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე სეზონი მიუნხენური კლუბისთვის ტრიუმფალურად დასრულდება, რაც უდიდესი პატივისცემის გამომჟღავნება იქნება 67-წლის მწვრთნელისადმი. იუპ ჰაინკესის სავარაუდო შემცვლელად მხოლოდ ტოპ-კლასის მწვრთნელი განიხილებოდა, სწორედ ისეთი, როგორიც პეპ გვარდიოლაა", - თქვა ული ჰიონესმა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..