» » ორბიტგი: გვარდიოლა ბაიერნში დიდ პოტენციალს ხედავს

ორბიტგი: გვარდიოლა ბაიერნში დიდ პოტენციალს ხედავს

17-იან-2013, 03:04
0236
პეპ გვარდიოლას კონსულტანტმა, ხოსე მარია ორბიტგმა, EFE Radio-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ესპანელი სპეციალისტი არჩევანი მიუნხენურ კლუბზე განაპირობა რეკორდმაისტერის პოტენციალმა და მიდგომამ ფეხბურთისადმი.

41-წლის მწვრთნელის კონსულტანტი აცხადებს, რომ შეთანხმება გერმანულ გრანდთან უკვე ერთი კვირის წინ იყო მიღწეული. მსურველი კლუბებიდან, როგორც ჩანს მიუნხენური გრანდი საუკეთესო აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში ესპანელ სპეციალისტს ასტრონომიულ თანხებს ჰპირდებოდნენ.

"გვარდიოლამ ბაიერნი იმიტომ აირჩია, რადგან მსურველი კლუბებიდან საუკეთესო ვარიანტი სწორედ რეკორდმაისტერი გახლდათ. მიუნხენურმა კლუბმა ყველაზე დიდი თანხა არ შემოგვთავაზა, თუმცა კლუბის მიდგომა ფეხბურთისადმი, ორგანიზაცია და დიდი პოტენციალი გადამწყვეტი მნიშვნელობის გამოდგა", - ამბობს ხოსე მარია ორბიტგი, EFE Radio-სთან ინტერვიუში.

"პრესაში მრავალი მითქმა-მოთქმა დაიწერა, რომ საიდუმლო მოლაპარაკებებსა და შეხვედრებს ვაწარმოებდით კლუბებთან, საიდუმლოდ ვხვდებოდით ხელმძღვანელობას და ასე შემდეგ. ბოლო დროის განმავლობაში პრესაში ბევრი ჭორი დაიწერა, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამებოდა".

მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება უკვე მიღწეული იყო ზამთრის სატრანსფერო შესვენების დასრულებამდე ინფორმაციის გავრცელება არ იგეგმებოდა. ორბიტგისთვის მიუნხენური კლუბის მხრიდან აღნიშნული შეთახნმების გასაჯაროება მოულოდნელი აღმოჩნდა.

"მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება მიღწეული იყო არ ვიცოდი, თუ მიუნხენის ბაიერნი დღეს აპირებდა ინფორმაციის გამოქვეყნებას. რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობამ ინფორმაცია მიზანმიმართულად გამოაქვეყნა. ტყუილია, რომ ინფორმაციის გაჟონვა მოხდა, უბრალოდ, ბავარიელებმა გააკეთეს განცხადება მოულოდნელად".

"გუშინ ბაიერნის ხელმძღვანელობა შეთანხმებას უარყოფდა. როდესაც, ამდენი ინფორმაცია იწერება პრესაში და თავს არ განებებენ, მაშინ მოვლენებს ორგანიზება უნდა გაუკეთო და უპირველეს ყოვლისა, ისეთ სერიოზულ ხალხს უნდა გააგებინო, როგორიც სპონსორებია", - დაასრულა კომენტარი ხოსე მარია ორბიტგი, EFE Radio-სთან.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..