» » იანკერი: გვარდიოლა ბაიერნში წარმატებას მიაღწევს

იანკერი: გვარდიოლა ბაიერნში წარმატებას მიაღწევს

17-01-2013, 14:25
0157
მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა თავდამსხმელმა, კარსტენ იანკერმა, Goal.com-თან ინტერვიუში პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ესპანელი სპეციალისტი ბაიერნში წარმატებას მიაღწევს.

"რეკორდმაისტერში გვარდიოლას გადმოსვლა პოზიტიური მოვლენაა. უკანასკნელ პერიოდში მოვლენების განვითარებას ყურადღებით ვაკვირდებოდი და მწამდა, რომ 41-წლის მწვრთნელი რეკორდმაისტერს აირჩევდა. გვარდიოლა მაქსიმალურად მონდომებული იქნება და შეეცდება ბაიერნი საკუთარ ფილოსოფიას აზიაროს", - ამბობს იანკერი Goal.com-თან ინტერვიუში.

"მიუნხენის ბაიერნის სათამაშო კლასი გაიზარდა და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი საპატიო ადგილი დაიმკვიდრა. პეპ გვარდიოლასთვის ბაიერნის მრავალწლიანი სათამაშო სტილი პრობლემას წარმოადგენს, რადგან გუნდზე ზეგავლენა საკმაოდ გაუჭირდება. გერმანული ფეხბურთი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა".

"ვფიქრობ გვარდიოლა ბაიერნში წარმატებას მიაღწევს. ესპანელს შესანიშნავი კარიერა აქვს და ასევე დაამტკიცა, რომ ვარსკვლავებთან მუშაობა წარმატებით შეუძლია. 41-წლის მწვრთნელმა სამ-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რაც გუნდში საკუთარი ფილოსოფიის დასამკვიდრებლად საკმარისია, თუმცა ვფიქრობ, რომ მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელები გვარდიოლას უფრო დიდი ხნით დატოვებას აპირებენ", - ამბობს 38-წლის თავდამსხმელი.

"არავინ უნდა მოელოდეს, რომ ბაიერნი ბარსელონასავით ათამაშდება. გვარდიოლა შეეცდება ბურთის ფლობა კიდევ უფრო გაზარდოს და გუნდს თანამედროვე ფეხბურთი ათამაშოს. კატალონიელთა კოპირების მცდელობას ყველა დაინახავს, თუმცა არამგონია, მხოლოდ იმიტომ, გადმოიღოს ბარსელონას სათამაშო სტილი, რომ გერმანული ფეხბურთი ცოტათი განსხვავდება".

"ვფიქრობ, მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობას აქტიურ კონსულტაციას იუპ ჰაინკესი უწევდა. მხოლოდ კონსესუსის შემდეგ მოხდა გადაწყვეტილების მიღება და ესპანელ მწვრთნელზე არჩევანის შეჩერება", - დაასრულა კომენტარი კარსტენ იანკერმა Goal.com-თან ინტერვიუში
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..