» » ბაკერო: ბაიერნი გვარდიოლასთვის შესანიშნავი კლუბია

ბაკერო: ბაიერნი გვარდიოლასთვის შესანიშნავი კლუბია

17-იან-2013, 15:55
0273
კატალონიის ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა ხოსე მარია ბაკერომ, Goal.com-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 41-წლის ესპანელი სპეციალისტის მიუნხენის ბაიერნში გადასვლა შესანიშნავი არჩევანია.

"მიუნხენის ბაიერნი შესანიშნავი კლუბია პეპ გვარდიოლასთვის. ესპანელ მწვრთნელს შეუძლია რეკორდმაისტერის ფეხბურთელებს ბევრი ახალი შესთავაზოს, ლათინურ ფეხბურთთან მიახლოებული", - ამბობს ბაკერო.

"ძალიან გახარებული ვარ. ბაიერნი დიდი ისტორიის მქონე კლუბია. რეკორდმაისტერს შესანიშნავი სტრუქტურა აქვს ჩამოყალიბებული და წარმატების მისაღწევად ყველანაირ დახმარებას გაუწევენ გვარდიოლას".

"გერმანია შესანიშნავი ქვეყანაა. ფეხბურთმა, ამ ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში დიდი ნახტომი გააკეთა წარმატებისკენ. გერმანული ფეხბურთი ხასიათდება ძალითა და გამძლეობით, მაგრამ ასევე დამყარებულია ტექნიკაზე", - დაამთავრა კომენტარი ხოსე მარია ბაკერომ, Goal.com-თან.

შეგახსენებთ, რომ იუპ ჰაინკესი მიუნხენის ბაიერნის თავკაცი მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება, ხოლო ივლისის თვიდან პეპ გვარდიოლა გადაიბარებს რეკორდმაისტერს და სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს გერმანულ გრანდს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..