» » ვატცკე ბაიერნს გვარდიოლას დანიშვნას ულოცავს

ვატცკე ბაიერნს გვარდიოლას დანიშვნას ულოცავს

17-01-2013, 16:05
0159
დორტმუნდის გენერალური დირექტორი, ჰანს-იოაჰიმ ვატცკე კმაყოფილია ბაიერნის მთავარი მწვრთნელის პოსტზე პეპ გვარდიოლას დანიშვნით.

გუშინ მიუნხენური გუნდის წარმომადგენლებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ ახალი სეზონიდან გუნდს პეპ გვარდიოლა უხელმძღვანელებს, რომელიც ჩაანაცვლებს ამ პოსტზე იუპ ჰაინკესს.

"ვფიქრობ, რომ ეს სასარგებლო იქნება ბაიერნისათვის. ამ გუნდს უდიდეს პატივს ვცემთ. ჩვენი მხრიდან არანაირი თვალთქმაქცობა არ არსებობს," - აცხადებს ვატცკე Die Welt-თან ინტერვიუში.

"ბუნდესლიგამ შესანიშნავი სპეციალისტი შეიძინა. მთელი მსოფლიო კარგად ხედავს, რომ გერმანიის ჩემპიონატს უკვე შეუძლია ისეთი ცნობილი მწვრთნელები მიიზიდოს, როგორიც მაგალითად გვარდიოლაა."

"თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლა მიუნხენის ბაიერნზე ზეწოლა კიდევ უფრო გაიზრდება."
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..