» » რობენმა საჭიროების შემთხვევაში მცველადაც ვითამაშებო

რობენმა საჭიროების შემთხვევაში მცველადაც ვითამაშებო

6-02-2013, 23:53
089
რობენმა განაცხადა, რომ იგი იმდენად ბედნიერია ნარინჯისფერთა რიგებში გამოძახებით, მზად არის ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშოს, მაგრამ ამავდროულად, მან აღიარა, რომ მიუნხენის ბაიერნში ამჟამინდელი სიტუაცია რთულად გადასატანია.

არიებ რობენის თქმით, იგი იმდენად ბედნიერია ჰოლანდიის ნაკრების შემადგენლობაში მიწვევით, რომ მარცხენა მცველად თამაშიც გაუხარდებოდა, თუ ამას სთხოვდნენ.

ბაიერნის თავდამსხმელი თავდაპირველად ნაკრებს მიღმა დარჩა ოთხშაბათს, იტალიასთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის, ვინაიდან, ლუის ვან გაალმა ის არ გამოიძახა.

თუმცა, გარემარბმა შეცვალა გელზერკინხენის თავდამსხმელი, კლას იან ჰუნტელაარი, რომელმაც გარკვეული სახის დაზიანება მიიღო.

"პირველივე თვითმფრინავს გავყევი ჰოლანდიაში, მე ბედნიერი ვარ იმით, რომ შემეძლება დანარჩენ გუნდთან ერთად ყოფნა," - აცხადებს რობენი Algemeen Dagblad-თან ინტერვიუში.

"მენეჯერმა იძულებით გამომიძახა სხვა თავდამსხმელის მაგივრად. ყველა ერთად ვნახავთ, შევძლებ თუ არა მე თამაშს, მაგრამ თუ საჭირო იქნება, მზად ვარ, მარცხენა მცველადაც კი ვითამაშო."

29 წლის მოთამაშემ აღიარა, რომ არ მოსწონს მიუნხენის ბაიერნში შემცვლელის როლი და აცხადებს, რომ ეს არ არის ის, რაც მას სურს.

"არ ვაპირებ ამის შესახებ რაიმე ტყუილი ვთქვა, ეს ძალიან ძნელია (უთამაშებლობა). მაგრამ არ მინდა, რომ ეს პრობლემა უფრო გართულდეს, რადგან შეიძლება რაიმე შეიცვალოს."
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..