» » ჰიონესი მათეუსის ნათქვამმა გააბრაზა

ჰიონესი მათეუსის ნათქვამმა გააბრაზა

11-თებ-2013, 00:30
0341
ბაიერნის პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, ინტერვიუ მისცა გერმანულ გამოცემა Спорт 1-ს, რომლის თარგმანსაც ჩვენ საიტზე უცვლელად იხილავთ.

თავის ინტერვიუში ჰიონესი საუბრობს პეპ გვარდიოლას მომავალზე და ლოთარ მათეუსის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ კომენტარზე, რომელშიც იგი დარწმუნებით ამტკიცებს, რომ ლევანდოვსკი უკვე შეუთანხმდა ბაიერნს და მხოლოდ ისღა დარჩა გასარკვევი, თუ როდის გადაბარგდება მიუნხენში.

სეზონის დასრულების შემდეგ მწვრთნელის შეცვლაზე...
"ეს იყო სტრატეგიული გადაწყვეტილება. ჩვნ შევძელით ახლა პეპ გვარდიოლას დათანხმება და შესაძლოა, შემდეგში ეს მინიმუმ 10 წელიწადი ვერ გაგვეკეთებინა. გვარდიოლას მოწვევა - ეს არის სწორი გადაწყვეტილება ჩვენი კლუბის მომავლისთვის."

"იუპ ჰაინკესთან ეს არანაირ კავშირში არ არის, ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ მისი მუშაობით, ის შესანიშნავად ასრულებს თავის სამუშაოს. შეიძლება, მას გაუკვირდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება ჩვენი მხრიდან. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს კარგად გაიგო. ის აგრძელებს საკუთარ სამუშაოს და როგორც თქვა, არანაირ დისონანს არ განიცდის გუნდში."

ჭორები რობერტ ლევანდოვსკის ყიდვაზე...
"ლოთარ მათეუსი ცოტა ხნის წინ მხოლოდ ქალებთან პრობლემების მოგვარებას უნდებოდა, მაგრამ ახლა, ბავარიის ახალი მოთამაშეების საკითხსაც განიხილავს. შესაძლოა, მან შეცვალა კიდეც საკუთარი საქმიანობა. ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ, რომ არანაირი კომენტარი არ გავაკეთოთ ჭორებზე."

"ამ მხრივ, ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს და იმედი მაქვს, მომდევნო თვეებში ამ თემაზე კომენტარები აღარ გაკეთდება. რატომ უნდა ვუარყოთ ასეთი ჭორები? ამისთვის ჩვენ არ გვაქვს განწყობა. ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ საკუთარ სამუშაოზე და არა ჭორებზე."
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..