» » შოლი: რობენი ფენომენალური ფეხბურთელია

შოლი: რობენი ფენომენალური ფეხბურთელია

28-02-2013, 15:36
0151
გერმანიის თასის 1/4 ფინალური შეხვედრის, ბაიერნი - დორტმუნდის 1:0, შემდეგ რეკორდმაისტერის ყოფილმა ფეხბურთელმა, მეჰმეტ შოლმა, სპორტულ გამოცემა ARD-თან არიენ რობენზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელმა გარემარბმა პირველი ტაიმის მიწურულს შესანიშნავი დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა. შეხვედრის შემდეგ მეჰმეტ შოლმა არიენ რობენს ფენომენალური ფეხბურთელი უწოდა.

აღსანიშნავია, რომ 29-წლის შემტევი გარემარბის გოლი ერთადერთი აღმოჩნდა მატჩში, რომელმაც მიუნხენის ბაიერნს გამარჯვება მოუტანა და რეკორდმაისტერი გერმანიის თასის 1/2 ფინალში გაიყვანა.

"რობენის მიერ გატანილი გოლი მის მაღალ კლასზე მეტყველებს. რობენი ფენომენალური ფეხბურთელია. მთლიან სიტუაციას თუ გავიაზრებთ, გამუდმებულ საუბრებს რობენის ეგოისტობის შესახებ, ჰოლანდიელის გამუდმებულ ტრავმებს, არიენ რობენმა დორტმუნდთან გატანილი ულამაზესი გოლით ყოველგვარ დისკუსიას წერტილი დაუსვა", - ამბობს შოლი ARD-თან ინტერვიუში.

"არიენი შესანიშნავი პროფესიონალია. მის ადგილზე სხვა ფეხბურთელი კარიერის წყნარად დასრულებას არჩევდა, თუმცა, ჰოლანდიელს უფრო და უფრო მეტი მოთხოვნილებები აქვს. რობენი იმ ფეხბურთელთა კატეგორიას განეკუთნება, რომელთაც ინდივიდუალიზმის ხარჯზე მატჩის ბედის შეცვლა შეუძლიათ. რობენის ინდივიდუალიზმი და ეგოიზმი მისი სტილის ნაწილია, რასაც ბაიერნის თითოეული გულშემატკივარი უნდა დაეთანხმოს", - დაასრულა კომენტარი მეჰმეტ შოლმა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..