» » საჭიროა გადატვირთვა!

საჭიროა გადატვირთვა!

15-03-2013, 02:11
0107
მიუნხენის ბაიერნი საკუთარი ისტორიის მანძილე მეთორმეტედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე. პრინციპში, გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს საფუძველი ჰქონდათ კმაყოფილები დარჩენილიყვნენ არსენალთან შეხვედრით, მაგრამ გასაანალიზებელი ბავარიელებს აშკარად ბევრი აქვთ. დიახ, მიუნხენელებმა შეძლეს და 1/4 ფინალში გავიდნენ, რომელიც ლონდონში გატანილი გოლების დამსახურებაა, მაგრამ ალიანს არენაზე მოულოდნელი მარცხი (0:2) უსიოამოვნო გრძნობებს ტოვებს.

"დიდი წვალების შემდეგ გავედით 1/4 ფინალურ ეტაპზე", - ამბობს ული ჰიონესი არსენალთან მატჩის შემდეგ. მიუნხენური კლუბის პრეზიდენტი ნეგატიური ტენდენციის შესახებ გვაფრთხილებს: "ვფიქრობ, არსენალთან მარცხი გუნდისთვის საგანგაშო ზარია, ჰოფენჰაიმთან საკმაოდ სუსტი მატჩისა და უბრალო გამართლების შემდეგ ფორტუნასთან. ბავარიელთა თვითმმართველობის დირექტორი მიიჩნევს, რომ ფეხბურთელებს კონცენტრაცია აკლიათ და ჩემპიონთა ლიგა სახუმარო საქმე არ არის.

ოლივიე ჟირუმ ალიანს არენა, შეხვედრის მესამე წუთზე, შოკში ჩააგდო ბრწყინვალე გოლით. "ნაადრევად გაშვებულმა გოლმა სრულად ამოგვაგდო რიტმიდან და კონცენტრაცია დაგვაკარგინა", - აღიარებს იუპ ჰაინკესი. საპასუხოდ გერმანელები გააქტიურდნენ, თუმცა შეტევების გოლით დაგვირგვინებას ვერ ახერხებდნენ. რეკორდმაისტერმა ბევრი მომენტი გაანიავა და გოლის გატანა ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა რომ, 23:5-ზე იყო კარში დარტყმების თანაფარდობა. როდესაც 86-ე წუთზე ლორენ კოშელიმ მეორე ბურთი გაიტანა ბაიერნის კარში, "დაძაბულობისგან ავკანკალდით", - აღიარებს ტონი კროოსი.

კიდევ ერთი ბურთიც და მიუნხენური კლუბი ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩებოდა. ამიტომ პაველ კრალოვეციც ფინალური სასტვენი ყველასთვის შვების მომტანი გამოდგა. "ასეთი შეხვედრა მხოლოდ კრიტიკას იმსახურებს", - ამბობს ჰაინკესი "არსენალთან შეხვედრა თითოეულ ჩვენგანს დაფიქრების საბაბს გვაძლევს; მოულოდნელი მარცხი უკვალოდ არ ჩაივლის". ტომას მიულერმა შეამჩნია: "არსენალთან მატჩი ბაიერნის დონეს არ შეესაბამებოდა. შესაძლოა, ეს მარცხი საჭირო დროს მოხდა". ლონდონელებთან წაგებული შეხვედრა მიუნხენელებისთვის ბოლო 23 მატჩიდან პირველი აღმოჩნდა. უფრო მეტიც: პირველად ბოლო 37 მატჩის შემდეგ იუპ ჰაინკესის შეგირდებმა მეტოქის კარის დალაშქვრა ვერ მოახერხეს.

მთლიანობაში მთავარია, რომ მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე გავიდა და ასპარეზობას განაგრძობს. მიზანი მიღწეულია! "აუცილებელია სწორი დასკვნების გამოტანა. გუნდმა ისე უნდა ითამაშოს, როგორც სამი-ოთხი კვირის წინ. ფეხბურთელები ვალდებულნი არიან, სერიოზულად მიუდგნენ თითოეულ მატჩს და გადატვირთვა მოახდინონ". რუმენიგე ითხოვს: "მეტი კონცენტრაცია".

მანამ სანამ, ბუნდესლიგის XXVI ტურში მიუნხენის ბაიერნი ლევერკუზენთან თავის გამოჩენას შეეცდება, ყველა მოუთმენლად ელის ხუთშაბათის კენჭისყრას. სწორედ დღეს (ხუთშაბათს) გაიმართება ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის კენჭისყრა. თითოეული სავარაუდო მოწინააღმდეგე თავისებურად საინტერესოა, მაგრამ გერმანული დუელის ნახვა სასურველი არ იქნებოდა.

ფილიპ ლამი ამბობს: "ეჭვგარეშეა, რომ ბარსელონა ტოპ-ფავორიტია. კატალონიელებთან მატჩს ჯობია გავერიდოთ". იმ დროს როდესაც ბევრ გულშემატკივარს უკვე დატოვებული ჰქონდა ალიანს არენა, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ტომას მიულერს ჰკითხა, თუ რომელ მეტოქეს ისურვებდა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე: "ახლა დორტმუნდის ბორუსიის წინააღმდეგ? არა, ჯერ ლევერკუზენთან მატჩი გველოდება", - განაცხადა ფეხბურთელმა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..