» » BILD: ბაიერნს ნამდვილად პრობლემები აქვს?

BILD: ბაიერნს ნამდვილად პრობლემები აქვს?

15-03-2013, 13:52
0127
გთავაზობთ ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა BILD-ის ჟურნალისტების, ფელიქს შიდელისა და მარიო ვოლპეს, მიერ მომზადებულ თავისუფალ სტატიას მიუნხენის ბაიერნში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.

მკაცრად, მკაცრად ჰიონეს!

ლონდონის არსენალთან საპასუხო მატჩის შემდეგ რეკორდმაისტერის პრეზიდენტის მკაცრი განცხადება: "უკვე მესამე კვირაა ბინძურად შესანიშნავად ვთამაშობთ".

აფეთქება მოახლოვებულია, მიუხედავად ორ-მატჩიანი ანგარიშიტ მოპოვებული გამარჯვებისა. რეკორდმაისტერი ლონდონში გატანილი სამი გოლის წყალობით გადის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე. ბუნდესლიგაში ბავარიელები 20 ქულით გაიჭრნენ წინ, ხოლო გერმანიის თასზე ნახევარ-ფინალში არიან. არსენალთან მარცხი ხუთი თვის მანძილზე პირველი აღმოჩნდა.

ბაიერნს ნამდვილად პრობლემები აქვს, თუ ჰიონესს სურს სამივე ტიტულის მოგება?

მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტი 2001 წელს იხსენებს, როდესაც რეკორდმაისტერის პრეზიდენტი საზეიმო ბანკეტზე ლიონში ფრანც ბეკენბაუერი შტეფან ეფენბერგსა და კოს დასცინოდა 0:3 მარცხის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ორი თვის შემდეგ ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ფაქტია: მიმდინარე სეზონში პირველად ტენდენცია უარყოფითია. ჰოფენჰაიმთან მატჩი 1:0 ჰიონესმა შეაფასა როგორც სუსტი თამაში, დიუსელდორფთან შეხვედრა 3:2 გამართლებად შერაცხა, საბოლოოდ ლონდონის არსენალთან, საკუთარ მოედანზე მარცხი, დიდი წვალებით გავედით შემდეგ ეტაპზე.

BILD ანალიზს აკეთებს

დაცვა: ბავარიელებმა ბუნდესლიგაში უკანასკნელ 25 მატჩში 10 ბურთი გაუშვეს, ჩემპიონთა ლიგაზე 8 შეხვედრაში ასევე 10-ჯერ მოუწიათ ბურთის გამოტანა საკუთარი კარიდან.

შეჯამება: ბუნდესლიგაში ბაიერნისთვის დაცვა მნიშვნელოვან ფაქტორს არ წარმოადგენს. ვერდერის ბრემენთან მატჩში (6:1) მანუელ ნოიერს თითქმის საქმე არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ ტომას მიულერი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და გუნდის შემტევი პოტენციალი ცოტა დაკლებული იყო. ჩემპიონთა ლიგაზე ძლიერი მოწინააღმდეგების წინაშე დანტეს, ხშირ შემთხვევაში, ბევრი პრობლემა ექმნება.

თავდასხმა: მარიო მანჯუკიჩი ნომერ პირველი თავდამსხმელია, თუმცა მხოლოდ ბუნდესლიგაში (21 შეხვედრიდან 15 გოლი). ჩემპიონთა ლიგაზე 6 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი.

შეჯამება: მანჯუკიჩმა ჯერ კიდევ ვერ აჩვენა, რომ მსოფლიო დონის ფეხბურთელია. მარიო გომესმა გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე, 12 ბურთი გაიტანა - სუპერმარიო ჯოკერია!

ტრავმები: ფრენკ რიბერიმ ტერფის ტრავმის გამო, ხოლო ბასტიან შვაინშტაიგერმა დისკვალიფიკაციის მიზეზით ვერ ითამაშა არსენალის წინააღმდეგ.

შეჯამება: რიბერი, უდავოდ, საუკეთესოა მიუნხენის ბაიერნის რიგებში, რომელსაც შემცვლელი არ მოეძებნება. შვაინშტაიგერი კი ნახევარდაცვის, უპირობო, ლიდერია.

რეკორდმაისტერის პრეზიდენტი AZ-თან ინტერვიუში ამბობს: "ბუნდესლიგაში აღარაფერი გვექმუქრება, გერმანიის თასზე კარგი შანსები გვაქვს, მაგრამ თუ კონცენტრაციას დავკარგავთ და ისე ვითამაშებთ, როგორც არსენალთან ბევრი პრობლემა შეგვექმნება. უფრო მეტი მონდომება და ვარჯიში გვჭირდება, რათა ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე".
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..