» » მარტინესი: დელ ბოსკეზე არ ვბრაზდები

მარტინესი: დელ ბოსკეზე არ ვბრაზდები

22-03-2013, 15:16
0107
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკენ, მიუნხენის ბაიერნის ერთ-ერთი ვარსკვლავი ხავი მარტინესი ნაკრებში არ გამოიძახა ცუდი ფორმის გამო, ფეხბურთელი TZ-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ დელ ბოსკეზე არ ბრაზდება.

პარასკევს (დღეს) ესპანეთის ნაკრები ხიხონში ფინეთს დაუპირისპირდება, ხავი მარტინესს ისღა დარჩენია ტელევიზორთან მოკალათდეს და უყუროს საკუთარ თანამემამულეებს. მიუნხენის ბაიერნის ექვსი ფეხბურთელი უკვე მეორედ არ არიან გამოძახებულნი ეროვნულ ნაკრებებში, მაშინ როდესაც მსოფლიო ჩემპიონატია მოახლოვებული.

მიზეზი: "მიუხედავად იმისა, რომ ხავი მარტინესი მიუნხენის ბაიერნის ღირსებას იცავს, ვხედავ, რომ ფეხბურთელი ფორმაში არ არის. როდესაც ვიგრძნობ, რომ მარტინესი ფორმაში შევა, დამერწმუნეთ, უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი გახდება ჩვენთვის", - ამბობს დელ ბოსკე.

ხავი მარტინესმა იცის, როგორ უნდა მიუდგეს ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის კრიტიკულ განცხადებას: "ვისენტე დელ ბოსკეზე არ ვბრაზდები. პირიქით, მისი დიდი მადლობელი ვარ, რადგან 20 წლის ასაკში მენდო და მსოფლიო ჩემპიონატზე წამიყვანა. დელ ბოსკეს სიტყვების გამო გულში წყენის დატოვებას არ ვაპირებ. ვიცი რომ, ვისენტეს გაკეთებული კომენტარი ჩემი მოტივაციისთვის არის განკუთვნილი, რათა საკუთარი შესაძლებლობები 100%-ით ვაჩვენო ყველას. ეროვნული ნაკრები ჩემთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია", - ამბობს მარტინესი TZ-online-სთან ინტერვიუში.

"იუპ ჰაინკესი ის ადამიანია, რომელიც ყოველ დღე ვარჯიშზე მხედავს და იცის ჩემი შესაძლებლობები. გერმანელ სპეციალისტს ვესაუბრე და მითხრა, რომ საგანგაშო არაფერია, უბრალოდ, იმავე მოტივაციითა და მონდომებით უნდა გავაგრძელო თამაში. ჰაინკესი თვლის, რომ გუნდისთვის გაცილებით მეტი სარგებელი სეზონის მეორე ნახევარში მომაქვს. ასევე მინდა განვაცხადო, რომ ამჟამად კარგ ფორმაში ვიმყოფები".

დასვენების დღეებს ხავი მარტინესი, სამშობლოში, მშობლებთან ერთად გაატარებს. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის მიზანს წარმოადგენს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, როგორც ეს მან 2010 წელს გააკეთა სამხრეთ აფრიკაში, თუმცა განსხვავება ისაა, რომ მარტინესს თამაში სურს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..