TZ-online: ბაიერნ II-ის წარმატებული სტარტი » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » TZ-online: ბაიერნ II-ის წარმატებული სტარტი

TZ-online: ბაიერნ II-ის წარმატებული სტარტი

24-03-2013, 15:43 admin ბაიერნი II 0

TZ-online: ბაიერნ II-ის წარმატებული სტარტი
მიმდინარე სეზონის სტარტი ბაიერნის დუბლ შემადგენლობისთვის წარმატებული აღმოჩნდა. სანამ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები ნაკრებებში არიან გამოძახებულნი, ახალგაზრდა ბავარიელებმა პირველი გამარჯვება იზეიმეს 2013 წელს.

უმძიმესი სამუშაო იყო მეჰმეტ შოლის გუნდისთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო. შეხვედრას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მეჰმეტ შოლის კარიერული მომავლისთვის.

როგორ გამოასწორა დუბლ შემადგენლობამ გრძელ-ვადიანი წარუმატებელი სერია?

პასუხი: ფეხბურთელებმა ნაკისრ ვალდებულებას თავი შესანიშნავად გაართვეს. ტსვ ბუხბახთან 3:2 მიუნხენური კლუბის დუბლ შემადგენლობისთვის პირველი გამარჯვება აღმოჩნდა 2013 წელს.

პირველი გოლი ახალგაზრდა მიუნხენელებმა გაიტანეს. მოედნის ცენტრალური ზონიდან გაკეთებული შესანიშნავი გადაცემის წყალობით მარიუს დუნკემ ბურთი მოწინააღმდეგის კარში მოათავსა. ამის შემდეგ მიუნხენელებს ნერვიულობა დაეტყოთ და შეცდომების დაშვება დაიწყეს. აღნიშნულმა უზუსტობებმა ბუხბახს რამდენიმე შესანიშნავი მომენტი შეუქმნა, საბოლოოდ კი, პირველი ნახევრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ახალგაზრდა ბავარიელებმა გოლი გაუშვეს.

მიუნხენის ბაიერნის დუბლ შემადგენლობის მთავარმა მწვრთნელმა, მეჰმეტ შოლმა, როგორც ჩანს, შესვენებაზე შეძლო ფეხბურთელების სათანადოდ მოტივაცია. მატჩის მეორე ნახევარში ახალგაზრდა ბავალიელები პოზიტიურად იყვნენ განწყობილნი და მხოლოდ მოსაგებად გამოვიდნენ მოედანზე.

ვლადიმერ რანიკოვიჩზე უხეში თამაშის გამო საჯარიმო დარტყმა დაინიშნა. ბურთთან კევინ ფრიზენბიხელი მივიდა, რომელმაც შესანიშნავი დარტყმულით დააწინაურა მიუნხენური კლუბი, შემდეგ კი მესამე ბურთის გატანაც მოახერხეს დუბლებმა. მატჩის ბოლო წუთებზე ბუხბახის ფეხბურთელებმა შეძლეს და ერთი გოლის გატანა მოახერხეს.

მთლიანობაში 3:2 ბაიერნ II-ის სასარგებლოდ.

ახალგაზრდა ბავარიელები ამჟამინდელი მდგომარეობით VII ადგილზე იმყოფებიან 40 ქულით.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.