» » BILD: ბაიერნში არამოთხოვნადი, ევროპაში მოთხოვნადი

BILD: ბაიერნში არამოთხოვნადი, ევროპაში მოთხოვნადი

25-03-2013, 13:57
0137
გთავაზობთ BILD-ის ჟურნალისტების, იორგ ალტოფისა და მარიო ვოლპეს, მიერ მომზადებულ თავისუფალ სტატიას მიუნხენის ბაიერნის ჰოლანდიელი შემტევი გარემარბის, არიენ რობენის, შესახებ.

მიუნხენის ბაიერნის ძირითად შემადგენლობაში არიენ რობენს ადგილი დამკვიდრებული არ აქვს. უმეტეს შემთხვევაში ჰოლანდიელი ფეხბურთელი ცვლილებაზე შემოდის და საერთოდ მოთხოვნადი ფიგურა აღარაა. მიუხედავად მიუნხენური კლუბის ასეთი დამოკიდებულებისა არიენ რობენის მიმართ, 29-წლის შემტევი გარემარბი ევროპაში მოთხოვნადი ფეხბურთელია.

ჯერ კიდევ, გასულ პარასკევს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქული გალათასარაია დაინტერესებული ჰოლანდიელი გარემარბის შეძენით, რომლის კონტრაქტი მიუნხენურ კლუბთან 2015 წლის ივნისის ბოლოს იწურება.

თურქული კლუბის პრეზიდენტმა იუნალ აიზალმა, რომელმაც მსოფლიო ფეხბურთის ორი ვარსკვლავი დიდიე დროგბა და უესლი სნეიდერი გადაიბირა, აპირებს თურქეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, გუს ჰიდინკისა და მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველის არიენ რობენის გადაბირებას.

BILD-ის ინფორმაციით არიენ რობენისთვის ბრძოლაში თურქულ კლუბს კონკურენტი გამოუჩნდა. როგორც ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა იუწყება ჰოლანდიელი ფეხბურთელით ახლა უკვე მილანის ინტერიც ინტერესდება.

იტალიელებმა ჯერ კიდევ გასულ წელს შესთავაზეს მიუნხენის ბაიერნს ჰოლანდიელი გარემარბის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო, თუმცა არიენ რობენმა გერმანული გრანდის დატოვებაზე უარი განაცხადა და ასევე უარით გაისტუმრა ტურინის იუვენტუსიც. იმ დროს როდესაც არიენმა ორი იტალიური კლუბი უარით გაისტუმრა, არც კი იცოდა, რომ მომავალში (უკვე მიმდინარე სეზონში) ორჯერ უფრო ნაკლებჯერ მოუწევდა თამაში.

სათამაშო დროის სიმცირის გამო არიენ რობენი შესაძლოა კვლავ დაფიქრდეს საკუთარ მომავალზე და შესაბამისად ჰოლანდიელი ფეხბურთელის შესახებ სატრანსფერო ჭორები კვლავ აქტუალური ხდება.

არიენ რობენმა პრემიერლიგა მოიგო ლონდონის ჩელსისთან ერთად, ლა ლიგა მადრიდის რეალთან ერთად და ბუნდესლიგა მიუნხენური კლუბის მაისურით. სრული კოლექციისთვის 29-წლის გარემარბს იტალიის სერია ა რჩება მოსაგები.

სტატისტიკის მოყვარულებს გაცნობებთ, რომ მიმდინარე სეზონში არიენ რობენმა მთლიანობაში ყველა ტურნირზე სულ 24 შეხვედრა ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა, 10 საგოლე გადაცემა შეასრულა და 1658 წუთი დაჰყო მოედანზე.

transfermarkt-ზე დაყრდნობით ჰოლანდიელი ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი € 22.000.000 შეადგენს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..