» » BILD: ჩემპიონის ტიტულით ბაიერნი უფრო სახიფათოა

BILD: ჩემპიონის ტიტულით ბაიერნი უფრო სახიფათოა

29-03-2013, 12:51
0116
გთავაზობთ ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა BILD-ის ჟურნალისტის, ფელიქს შიდელის, მიერ მომზადებულ თავისუფალ სტატიას მოახლოებულ შაბათ დღესა და იუვენტუსთან მატჩში ბაიერნის მოტივაციაზე.

ტურინის იუვენტუსს ბაიერნი ჩემპიონის ტიტულით შეხვდება?

მიუნხენის ბაიერნს სურს ჩემპიონობის საკითხი, შაბათს გასამართ მატჩში, ჰამბურგთან მოაგვარონ. ფეხბურთელები დარწმუნებულნი არიან, რომ ნაადრევი ჩემპიონობა დამატებით სტიმულს მისცემს ფეხბურთელებს ტურინის იუვენტუსთან მძიმე ბრძოლაში.

ბასტიან შვაინშტაიგერი BILD-თან კომენტარში ამბობს: "რაც შეიძლება, მალე გვინდა გავხდეთ ჩემპიონები. თუ ამ შაბათს უკვე გავიფორმებთ ბუნდესლიგის ჩემპიონობას, გაცილებით სახიფათონი გავხდებით".

შერდან შაქირი ამბობს: "ტურინის იუვენტუსთან მატჩისთვის ფსიქოლოგიურად, გაცილებით, ძლიერები ვიქნებით, თუ ჩემპიონის ტიტულს ამშაბათსვე გავიფორმებთ. ბუნდესლიგის ჩემპიონობა დამატებით იმპულსებს მოგვცემდა ჩემპიონთა ლიგაზე. მაგრამ, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, გამარჯვებას დამსახურება უნდა".

იმისთვის, რომ რეკორდმაისტერმა ამ შაბათსვე გაიფორმოს ჩემპიონის ტიტული ჰამბურგს უნდა მოუგოს, ხოლო დორტმუნდის ბორუსიამ შტუტგარტთან ფრე უნდა დაამთავროს, ან წააგოს.

თუ ბავარიელები შაბათს გახდებიან ბუნდესლიგის ჩემპიონები, აღნიშვნას არ აპირებენ.

ბაიერნის თვითმმართველობის დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა: "მიუხედავად იმისა, როგორ დამთავრდება შაბათი დღე არაფრის აღნიშვნას არ ვაპირებთ, პატარა ვახშამიც კი არ იქნება. იმდენად რამდენადაც, ჩვენი თამაშის დასრულების შემდეგ 72-საათში ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე ტურინის იუვენტუსთან გვიწევს პირველი მატჩის ჩატარება ალიანს არენაზე და გასაკვირი არაა, რომ მთელი ყურადღება იტალიელებთან შეხვედრაზე გვექნება კონცენტრირებული".

სავარაუდოდ ბავარიელები ჩემპიონობას 11 მაისი შემდეგ, ბუნდესლიგაში ბოლო ტურში აუგსბურგთან მატჩის შემდეგ, აღნიშნავენ.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..