» » ნოიერი: არ მინდა გულშემატკივრებზე ცუდი ვთქვა

ნოიერი: არ მინდა გულშემატკივრებზე ცუდი ვთქვა

29-03-2013, 13:33 admin ინტერვიუ 0

ნოიერი: არ მინდა გულშემატკივრებზე ცუდი ვთქვა
გერმანია - ყაზახეთის დროს მანუელ ნოიერის შეცდომას მრავალი ფეხბურთელი, თუ საფეხბურთო ექსპერტი გამოეხმაურა და გერმანიის ნაკრების ნომერ პირველი მეკარე მკაცრადაც გააკრიტიკეს. მანუელ ნოიერმა Reporter-თან ისაუბრა მომხდარ ფაქტზე.

Reporter: ბატონო ნოიერ, როგორ ხედავთ ყაზახეთთან მატჩში, მეორე ტაიმში, გაშვებულ გოლს?

ნოიერი: სულელური გოლი იყო, რაც ჩემს შეცდომას მოჰყვა. უკეთესი იქნებოდა, თუ ფეხბურთელებთან თამაშს არ დავიწყებდი და ბურთს მალევე მოვიცილებდი. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. არაფრის შეცვლა არ შემიძლია.

Reporter: თქვენ ძალიან ემოციურად რეაგირებთ როდესაც გოლს უშვებთ. ყაზახეთთან მატჩში კი ასეთი რამ მოხდა!

ნოიერი: პირველ რიგში, ეს ისეთი გოლი იყო, რომლის გაშვებაც სულ დასანანია. ასევე აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში გუნდი ისე არ თამაშობდა, როგორც გასახდელში დაგეგმილი იყო. გოლის გაშვება მანამდე უამრავმა უზუსტობამ მოიტანა, მაგრამ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ.

Reporter: რამდენად გაღიზიანდით გულშემატკივრების რეაქციაზე, როდესაც გოლი გაუშვით?

ნოიერი: ამაზე საუბარი არ მსურს. ყველა ისე რეაგირებს, როგორც საჭიროდ თვლის.

Reporter: თქვენ სტვენა გაიგონეთ?

ნოიერი: დიახ, დიახ მე ყველაფერი მესმოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, აღარაფრის შეცვლა არ შემეძლო.

Reporter: მწვრთნელი გულშემატკივრების რეაქციით უკმაყოფილო იყო.

ნოიერი: მწვრთნელს არ ვუყურებდი. ამასთან დაკავშირებით კიდევ რისი თქმა შემიძლია? გულშემატკივრებზე არაფერი ცუდის თქმა არ მინდა.

Reporter: თანაგუნდელებმა გაგამხნევეს?

ნოიერი: დიახ, რათქმაუნდა.

Reporter: ჯგუფში უდავო ლიდერები ხართ. ნელ-ნელა ბრაზილიაზე აკეთებთ უკვე აკცენტს?

ნოიერი: ჩვენ ბრაზილიაზე მაშინ გავაკეთებთ აქცენტს, როდესაც ყველაფერი გარკვეული იქნება. შემოდგომაზე საკმაოდ რთული თამაშები გველოდება შვედეთთან და ირლანდიასთან, ხოლო შემდეგ კლასიკური დუელი ავსტრიასთან. აუცილებლად, კარგი განწყობით უნდა შევხვდეთ ჩამოთვლილ თამაშებს. მოუთმენლად ველი.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..