» » BILD: იუვენტუსს ბაიერნის არ ეშინია

BILD: იუვენტუსს ბაიერნის არ ეშინია

31-03-2013, 16:09
083
გთავაზობთ ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა BILD-ის ჟურნალისტის, მარიო ვოლპეს, მიერ მომზადებულ თავისუფალ სტატიას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩზე ბაიერნსა და იუვენტუსს შორის.

ყურადღება! ეს იუვენტუსია, სახიფათოა!

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპამდე რამდენიმე დღით ადრე, იუვენტუსმა სერია ა-ს ეგიდით გამართულ მატჩში ინტერი დაამარცხა, ანგარიშით 2:1.

მატჩის შემდგომ იუვენტუსის მწვრთნელი ანტონიო კონტე ამბობს: "ახლა უკვე დროა, ჩემპიონთა ლიგაზე დავამტკიცოთ, რომ გაცილებით მეტის მიღწევა შეგვიძლია. გერმანიაში შიშის გარეშე მივემგზავრებით".

რა მოელის მიუნხენის ბაიერნს? ვის უნდა უფრთხილდნენ?

ნებისმიერ შემთხვევაში იუვენტუსის თავდამსხმელს კვალიარელიას, რომელმაც 3-ე წუთზე გოლი გაიტანა და 60-ე წუთზე შესანიშნავი გადაცემით მატრის დაალაშქრინა ინტერის კარი.

იუვენტუსის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი 35-წლის ასაკში შესანიშნავად გამოიყურება, რომელმაც ინტერთან შეხვედრაში კასანოს შესანიშნავი ბურთი აუღო, ასევე 2-მეტრიდან პალაციოს თავით დარტყმული ბურთი მოიგერია.

იუვენტუსი 3-2-3-2 სისტემით თამაშობს, ნახევარდაცვის ხაზს ლევერკუზენის ყოფილი ვარსკვლავი არტურო ვიდალი და იტალიური ფეხბურთის ლეგენდა პირლო ამაგრებენ, რომელმაც ინტერთან შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ დაკარგა ბურთი, რასაც გოლი მოჰყვა იუვენტუსის კარში.

ინტერთან მატჩის შემდეგ იუვენტუსის თავდამსხმელი მატრი ამბობს: "ჩვენ გვსურს მიუნხენშიც შესანიშნავად ვითამაშოთ და საპასუხო მატჩს ტოპ-რეზულტატით შევხვდეთ. ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია".

ნებისმიერ შემთხვევაში, მიუნხენის ბაიერნმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ტურინის იუვენტუსთან!
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..