» » რობენი: კვლავ ტოპ ფორმაში ვარ

რობენი: კვლავ ტოპ ფორმაში ვარ

1-04-2013, 03:10
073
მიუნხენის ბაიერნის ჰოლანდიელმა შემტევმა გარემარბმა, არიენ რობენმა, ჰამბურგთან გამართული ბრწყინვალე შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარში აღნიშნა, რომ რთული პერიოდის შემდეგ ტოპ ფორმა დაიბრუნა.

მიუხედავად იმისა, რომ რეკორდმაისტერმა შაბათს ბუნდესლიგის ჩემპიონობა ვერ გაიფორმა, რადგან სტუმრად დორტმუნდის ბორუსიამ შტუტგარტი დაამარცხა, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის წინ კარგი გავარჯიშება გამოუვიდა.

ჰამბურგთან შეხვედრის შემდეგ არიენ რობენმა აღიარა, რომ იუპ ჰაინკესის როტაციის პრინციპმა გაამართლა და დივიდენტები მოუტანა, როგორც თავად არიენ რობენს, ასევე მთელ კლუბს.

"გულშემატკივრებმა შესანიშნავი შეხვედრა იხილეს. ჰამბურგთან შეხვედრა იმ მატჩების კატეგორიას განეკუთვნება, რომელსაც ხშირად ვერ ნახავთ. შესანიშნავად ვთამასობდით, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ჰამბურგი სუსტი გუნდია, რაც მშვენივრად გამოვიყენეთ", - განაცხადა რობენმა.

"მწვრთნელისთვის იდეალური სიტუაციაა, როდესაც გუნდში ამდენი კარგი ფეხბურთელის ალტერნატივა გაქვს. ბაიერნის ფეხბურთელებმა შესანიშნავი ფეხბურთი ითამაშეს. როდესაც ასეთი თანაგუნდელები გყავს გრძნობ რაოდენ ძლიერი ხარ. ვფიქრობ, ამჟამად ტოპ ფორმა კვლავ დავიბრუნე".

თავის მხრივ, ჰამბურგთან შეხვედრა შერდან შაქირიმაც გამოიყენა, რომელმაც ბრწყინვალე გოლი გაიტანა და ბაიერნის ტრიბუნებისკენ გაეშურა აღსანიშნავად.

"კარგად ხედავთ, რომ მიუნხენის ბაიერნში თითოეულ ფეხბურთელს სრულფასოვანი შემცვლელი მოეძებნება, რაც ჩვენი წარმატების მიზეზია. რათქმაუნდა, შესანიშნავი იქნებოდა ჩემპიონები, რომ გავმხდარიყავით. მაგრამ აქვე მინდა ავღნიშნო, რომ დღეს გავხდებით ჩემპიონები თუ მომავალ კვირაში მნიშვნელობა არ აქვს, აღსანიშნავად მაინც არ გვცალია", - განაცხადა შაქირიმ.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..