» » იუვენტუსთან შეხვედრაში პიზარო სათადარიგოზე?

იუვენტუსთან შეხვედრაში პიზარო სათადარიგოზე?

2-04-2013, 13:09 admin თავისუფალი სტატია / მთავარი ამბები 0

იუვენტუსთან შეხვედრაში პიზარო სათადარიგოზე?
ჰამბურგთან შეხვედრაში კლაუდიო პიზარომ საოცარი შედეგიანობის დემონსტრაცია მოახდინა, პოკერის სახით. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის, იუვენტუსთან, პერუელი ფეხბურთელი, სავარაუდოდ, სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდება.

კლაუდიო პიზარო, ჰამბურგთან შეხვედრაში, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. პერუელმა ფეხბურთელმა პოკერი შეასრულა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, რითაც ჰამბურგის განადგურებაში დიდი წვლილი შეიტანა. თუმცა იმისათვის, რომ დღევანდელ მატჩში ტურინის იუვენტუსთან მოხვედრილიყო ძირითად შემადგენლობაში, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის.

ჩემპიონთა ლიგისთვის იუპ ჰაინკესს საკუთარი ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავს შერჩეული და კლაუდიო პიზარო აშკარად არ შედის მთავარი მწვრთნელის გეგმებში. კლაუდიოს ნაცვლად დღევანდელ შეხვედრაში მოსალოდნელი, კვლავ, მარიო მანჯუკიჩია.

"იმ დროს როდესაც მაღალი დონის მოთამაშე აფორმებს ბაიერნთან კონტრაქტს, უნდა იცოდეს რომ, ბუნდესლიგაში 34-ივე მატჩს ვერ ითამაშებს, ისევე როგორც გერმანიის თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე. ეს უბრალოდ უნდა გაიგოთ. გუნდს, რომელსაც სურს იყოს წარმატებული უნდა ჰყავდეს თანაბარი ღირებულების ფეხბურთელები", - ამბობს ჰაინკესი.

"ამჟამად სამი თავდამსხმელი გვყავს და მხოლოდ ერთი ადგილი ძირითად შემადგენლობაში. შვიდი სათადრიგო ფეხბურთელიდან მხოლოდ სამის გამოშვება შემიძლია მოედანზე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კლაუდიო პიზარო შესაძლოა სულ არ გამოვიდეს მოედანზე".

აღსანიშნავია ისიც, რომ მხოლოდ ბუნდესლიგაში არ თამაშობს პერუელი წარმატებულად. ჩემპიონთა ლიგაზე კლაუდიო პიზარო ბაიერნის საუკეთესო თავდამსხმელია, 3 გოლით 4 შეხვედრაში. ორივე მარიოს კი თითო გოლი აქვთ გატანილი თითო შეხვედრაში.

"შესანიშნავია, რომ სამივე თავდამსხმელს შორის ურთიერთპატივისცემა მეფობს. სწორედ ამიტომ მოქმედებს თითოეული მათგანი ასე კარგად. გამიგეთ, რეალურად საკმაოდ რთულია გადაწყვიტო, ითამაშებს ფეხბურთელი შემდეგ მატჩში თუ არა, როდესაც წინა შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი".

ასევე ყველა საუბრობს იმაზე, რომ ძირითად შემადგენლობაში ვერც არიენ რობენი მოხვდება. შემტევმა გარემარბმა, რომელმაც ჰამბურგს ორი ბურთი გაუტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. სავარაუდოდ ჰოლანდიელი ფეხბურთელიც სათადარიგოთა სკამს გაათბობს კლაუდიო პიზაროსთან ერთად.

გულშემატკივრები ჰაინკესის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. ცნობილმა გერმანულმა სპორტულმა გამოცემამ BILD-მა მიუნხენის ბაიერნის 11 000 გულშემატკივარი გამოკითხა. შეკითხვა შემდეგში მდგომარეობდა: რომელი ფეხბურთელის ხილვა გსურთს , იუვენტუსთან მატჩში, ძირითად შემადგენლობაში?

50%-მა კლაუდიო პიზაროს დაუჭირა მხარი, 32%-მა მარიო მანჯუკიჩი ამჯობინა, ხოლო 18% მარიო გომესს ემხრობა.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.