ვინ იქნება დუბლების ახალი მწვრთნელი? » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ვინ იქნება დუბლების ახალი მწვრთნელი?

ვინ იქნება დუბლების ახალი მწვრთნელი?

6-04-2013, 12:58 admin ბაიერნი II 0

ვინ იქნება დუბლების ახალი მწვრთნელი?
როგორც ცნობილია, მეჰმეტ შოლმა უკვე განაცხადა უარი გაეგრძელებინა სამწვრთნელო კარიერა ბაიერნს II-ში. როგორც ირკვევა, ინტერესთა კონფლიქტი საკმაოდ დიდი ყოფილა. როგორც გერმანული პრესა იტყობინება არასწორი საქციელია, როდესაც ტელევიზიაშიც მუშაობ და აკრიტიკებ მარიო გომესს, რომელიც ფაქტიურად შენი თანაგუნდელია.

აღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე მეჰმეტ შოლმა ტელევიზია და მიკროფონი ამჯობინა და უკვე განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის ბაიერნის დუბლ შემადგენლობის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებდა.

ის რომ, შოლი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს ბაიერნს ყველასთვის ცნობილია, თუმცა ვინ იქნება მისი შემცვლელი ჯერ-ჯერობით უცნობია. როგორც გერმანული პრესა იტყობინება ბაიერნის დუბლ შემადგენლობის მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთ კანდიდატურად, ამჟამად უმუშევარი, ჰაიკო ჰერლიხი განიხილება, რომელმაც გასულ სეზონში უნტერჰაჰინგი დატოვა.

მეორე კანდიდატი ამჟამად მიუნხენის ბაიერნის ძირითად გუნდში მუშაობს და იუპ ჰაინკესის გვერძე ზის. საუბარია პეტერ ჰერმანზე. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები ჰერმანთან უკვე მიმდინარეობს იმის შესახებ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დუბლ შემადგენლობას ჩაუდგეს სათავეში.

პეტერ ჰერმანს მიუნხენური კლუბის გარდა ლევერკუზენიდან აქვს შემოთავაზება, სადაც ჰერმანს გადასვლის სურვილიც აქვს და უნდა სკაუტად იმუშავოს. ასევე აღსანიშნავია, რომ მიუნხენის ბაიერნის ახალ მწვრთნელს პეპ გვარდიოლას ჯერ კიდევ არ გაუკეთებია განცხადება იმის შესახებ, სურს თუ არა საკუთარი თანაშემწე მოიყვანოს დუბლ შემადგენლობის მთავარ მწვრთნელად.

რეგიონალურ ლიგაში ბაიერნ II-ს მიზერული სანსები აქვს გადაინაცვლოს მესამე ბუნდესლიგაში, თუმცა მეჰმეტ შოლმა ამ შესაძლებლობაზე, როგორც ჩანს, ხელი ჩაიქნია უკვე. ამჟამინდელი მდგომარეობით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე ილერტისენი იმყოფება 52 ქულით, მიუნხენის ბაიერნის II გუნდი მეხუთე ადგილს იკავს 43 ქულით.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.