» » ბაიერნი ჩემპიონია! კონკურენტების მილოცვები

ბაიერნი ჩემპიონია! კონკურენტების მილოცვები

8-04-2013, 03:09
0143
მიუნხენის ბაიერნმა ბუნდესლიგის ჩემპიონატი რიგით 23-ჯერ მოიგო. აინტრახტთან 0:1 გამარჯვების შემდეგ რეკორდმაისტერი ყველა დროის ყველაზე სწრაფი ჩემპიონი გახდა ბუნდესლიგის ისტორიაში.

გთავაზობთ ბავარიული კლუბის კონკურენტების მიერ გაკეთებულ მისალოც განცხადებებს:

იურგენ კლოპი (დორტმუნდი): "მთელი გულით ვულოცავ იუპს! გამორჩეული სეზონია! ძალიან გახარებული ვარ ჰაინკესის წარმატებით! მიმდინარე სეზონში ბაიერნმა ყველაფერი კარგად გააკეთა. კიდევ ერთხელ ვულოცავ და მინდა იმედი გამოვთქვა, რომ შემდეგ სეზონში დაგეწევით".

არმენ ფე (აინტრახტი): "არავის არ ვუსურვებდი ჩემპიონობას ისე, როგორც იუპ ჰაინკესს. იგი ჩემთვის მისაბაძი მაგალითია. ბაიერნს სხვა ტიტულების მოგებასაც ვუსურვებ".

ტომას შააფი (ვერდერი): "მინდა მიუნხენელებს მივულოცო. ბაიერნმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და ჩემპიონობა დაიმსახურა".

კლაუს ალოფსი (ვოლფსბურგის პრეზიდენტი): "მიმდინარე სეზონში ნაადრევად გაირკვა, რომ ბაიერნი გახდებოდა ჩემპიონი. სინამდვილეში, არავინ არ ფიქრობდა, რომ ასე სწრაფად მოხდებოდა ეს. რეკორდმაისტერს შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს. ბაიერნთან ჩასატარებელი მატჩი ჯერ კიდევ წინ გვაქვს და ჩვენი დევიზია: შევძლოთ შეუძლებელი".

ჰანს-იოჰიმ ვაცკე (დორტმუნდის პრეზიდენტი): "მინდა ბაიერნს მივულოცო. შესანიშნავი სეზონი ჩაატარეს. ჩემპიონობა უდავოდ დაიმსახურეს. მთელი გულით ვულოცავ ბავარიელებს".

მაკს ებერლი (მ'გლადბახის სპორტული დირექტორი): "მინდა მივულოცო ჩემპიონობა იმ კლუბს, რომელშიც გავიზარდე და რომელმაც 23-ჯერ მოახერხა ბუნდესლიგის მოგება. აბსოლიტურად დამსახურებულად - გერმანიის საუკეთესო კლუბია".

შტეფან როიტერი (აუგსბურგი): "ბაიერნი კომპლიმენტებს იმსახურებს! შესანიშნავი სეზონი ჩაატარეს და ჩემპიონებიც დამსახურებულად გახდნენ".

რუდი ფოლერი (ლევერკუზენის სპორტული დირექტორი): "მინდა იუპ ჰაინკესსა და მის თანაშემწეს პეტერ ჰერმანს მივულოცო და ასევე მთელ კლუბს. შესანიშნავი სეზონი ჩაატარეს. ბაიერნმა, არა მხოლოდ, ბუნდესლიგა მოიგო, არამედ შთამბეჭდავი ქულათა სხვაობა შექმნა".

საშა ლევანდოვსკი (ლევერკუზენი): "უდიდესი მიღწევაა! ბაიერნმა მიმდინარე სეზონის გამო დიდი პატივისცემა დაიმსახურა, რაც უფრო მეტად გვაძლევს საბაბს ვიამაყოთ, რომ ბაიერნის დამარცხება შევძელით".

შტეფან კისლინგი (ლევერკუზენის ფეხბურთელი): "წარმოუდგენელია, როგორ იგებდა ბაიერნი მატჩს-მატჩზე. ჯერ-ჯერობით ერთდაერთები ვართ, ვინც შევძელით ბაიერნის დამარცხება და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს".
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..