» » ნოიერი: მხოლოდ ერთი ტიტული საწყენი იქნება

ნოიერი: მხოლოდ ერთი ტიტული საწყენი იქნება

9-04-2013, 16:09 admin სიახლეები 0

ნოიერი: მხოლოდ ერთი ტიტული საწყენი იქნება
გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის ნომერ პირველმა მეკარემ მანუელ ნოიერმა Kicker-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში რეკორდმაისტერისთვის მხოლოდ ერთი მოგებული ტიტული საწყენი იქნება.

მიუნხენური გრანდი კვლავ განაგრძობს ასპარეზობას ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ოთხშაბათს თბილისის დროით 22:45 საათზე ტურინში ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური შეხვედრის საპასუხო მატჩში ბიანკონერის დაუპირისპირდება. ბავარიელები ასევე გერმანიის თასის 1/2 ფინალურ ეტაპზე იმყოფებიან და ისტორიული ტრიოს მოგების შესანიშნავი შანსი აქვთ.

"შესანიშნავი სეზონი ჩავატარეთ და ახლაც განვაგრძობთ წარმატებულად თამაშს. შეგვიძლია ვიამაყოთ ბუნდესლიგაში ნაჩვენები წარმოუდგენელი რეზულტატითა და შედეგიანობით", - ამბობს მანუელ ნოიერი Kicker-თან ინტერვიუში.

"მიუხედავად ამისა, თუ მიმდინარე სეზონის ბოლოდ ბაიერნი მხოლოდ ერთ ტიტულს მოიგებს კლუბისთვის ნამდვილი იმედგაცრუება იქნება. გასული სეზონებიდან გამომდინარე კარგი გაკვეთილი მივიღეთ და ვიცით, როგორი გრძნობაა, როდესაც სეზონს ტიტულების გარეშე ამთავრებ".

"გასული სეზონებიდან გამომდინარე ბევრი რამ ვისწავლეთ და საკუთარ მოედანზე წაგებული ფინალი მიმდინარე სეზონში მოტივაციის წყაროდ გამოვიყენეთ. გუნდში სოლიდარობა და ერთსულოვნება სუფევს რაც მთლიანობაში საერთო საქმისთვის ძალიან კარგია".

"ოთხშაბათს ტურინის იუვენტუსის წინააღმდეგ საკმაოდ რთული შეხვედრა გველის, თუმცა ჩვენ ასევე ადამიანები ვართ და შეგვიძლია გარკვეული მომენტები გამოვიყენოთ ჩვენი პირდაპი ინტერესებისთვის ცხოვრებაში".

"მიმდინარე სეზონში ჩემთვის უმნიშვნელოვანესია მაქსიმალურად კონცენტრირებულნი ვიყოთ ორ ტურნირზე: ჩემპიონთა ლიგასა და გერმანიის თასზე", - დაასრულა კომენტარი მანუელ ნოიერმა Kicker-თან ინტერვიუში.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..