» » BILD - ჰიონესი & ბეკენბაუერი: დორტმუნდი გვინდა

BILD - ჰიონესი & ბეკენბაუერი: დორტმუნდი გვინდა

11-04-2013, 14:22
0115
მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზეა. გთავაზობთ თავისუფალ სტატიას რეკორდმაისტერის სამომავლო გეგმების შესახებ. როგორც ირკვევა ფრანც ბეკენბაუერსა და ული ჰიონესს 1/2 ფინალურ ეტაპზე დორტმუნდთან სურთ დაპირისპირება.

უბრალოდ თავდაჯერებულობა თუ სიამაყე?

მიუნხენის ბაიერნმა ალიანს არენაზე იუვენტუსი 2:0 დაამარცხა, ხოლო ტურინში რეკორდმაისტერმა ბიანკონერი ამავე ანგარიშით 0:2 სძლია. მთლიანობაში 4:0 და მიუნხენური კლუბი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალშია. პირველად 1992 წლის შემდეგ 1/2 ფინალში ორი გერმანული კლუბი განაგრძობს ასპარეზობას.

ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლას განაგრძობს: მიუნხენის ბაიერნი, კატალონიის ბარსელონა, დორტმუნდის ბორუსია და მადრიდის რეალი. გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან 12 აპრილს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური შეხვედრის კენჭისყრას და შემდგომ ძალიან საინტერესო ნახევარ-ფინალებს.

როგორ დაწყვილდებიან გუნდები? პარასკევს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება და ნებისმიერი გუნდი შეიძლება დაუპირისპირდეს ერთმანეთს.

ბაიერნს ახლა უკვე სასურველი მეტოქე ჰყავს? რომლის სახელიც დორტმუნდის ბორუსიაა! ასე ძალიან რატომ სურთს ბავარიელებს დორტმუნდთან დაპირისპირება?

მიუნხენის ბაიერნის საპატიო პრეზიდენტმა და სატელევიზიო ექსპერტმა, ფრანც ბეკენბაუერმა SKY-სთან ინტერვიუში განაცხადა: "კმაყოფილი ვარ. ბაიერნმა ყველაფერი შესანიშნავად გააკეთა. 2:0 გამარჯვება აბსოლიტურად დამსახურებული იყო. ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზე დორტმუნდის ბორუსიასთან ვამჯობინებდი დაპირისპირებას".

მიმდინარე სეზონში რეკორდმაისტერმა ერთხელ უკვე დაამარცხა დორტმუნდის ბორუსია. მიუნხენში იურგენ კლოპის შეგირდების ადვილად დამარცხების სჯერათ? დორტმუნდელები ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში შესანიშნავად ასპარეზობენ და ჯგუფური ეტაპიც ლიდერის სტატუსით დაასრულეს.

სუპერ ბაიერნისთვის დორტმუნდის წარმატება შიშის მომგვრელი არ არის!

მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტს ული ჰიონესსაც სურს დორტმუნდის ბორუსიის მოშორება 1/2 ფინალური ეტაპიდან: "დარწმუნებული ვარ, რომ დორტმუნდის დამარცხება ისეთივე რეალურია, როგორც ესპანური კლუბების, თუმცა ამ ეტაპზე, ვფიქრობ, მიუნხენის ბაიერნს იურგენ კლოპის შეგირდებთან ყველაზე მეტი შანსი აქვს.

ბეკენბაუერსა და ჰიონესს დორტმუნდი სურთ!

რეკორდმაისტერმა ბუნდესლიგის ჩემპიონობა უკვე გაიფორმა. გერმანიის თასზე 1/2 ფინალურ ეტაპზე იმყოფებიან და სავარაუდოდ მიუნხენელებს ხელს ვეღარავინ შეუშლით. უკანასკნელი წლების სამარცხვინო სეზონების გამოსწორებისთვის ბაიერნს ერთი ტიტული, ჩემპიონთა ლიგაღა რჩება მოსაგები.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..