» » მეტოქე ცნობილია! ბაიერნი - ბარსელონა

მეტოქე ცნობილია! ბაიერნი - ბარსელონა

12-04-2013, 16:11
0189
დღეს, 12 აპრილს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. მიუნხენის ბაიერნის მეტოქე 1/2 ფინალურ ეტაპზე კატალონიის ბარსელონა იქნება.

მიუნხენური კლუბი ბოლო სამი სეზონის განმავლობაში ორჯერ მოხდვა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ყველაზე მტკივნეული კი გასული სეზონის ფინალი აღმოჩნდა, როდესაც რეკორდმაისტერი საკუთარ სტადიონზე ლონდონის ჩელსისთან დამარცხდა.

მაშ ასე, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის მეტოქე კატალონიის ბარსელონა იქნება, რომელთაც ამ პრესტიჟული ტურნირის თასის მესამედ მოგება სურთ, ბოლო ხუთ სეზონში. ევროპული ფეხბურთის ამ ორ გრანდს შორის პირველი შეხვედრა, მიუნხენში, ალიანს არენაზე გაიმართება, ხოლო ერთი კვირის შემდეგ კატალონიაში შედგება საპასუხო მატჩი.

"ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრით კმაყოფილი ვარ. ბარსელონა საუკეთესო ვარიანტია რაც ევროპამ შეიძლება შემოგვთავაზოს. დუელი ესპანელებთან საკმაოდ 'სექსუალური' იქნება", - კენჭისყრის შემდეგ განაცხადა რუმენიგემ

"კატალონიელებთან თამაში გაცილებით რთული იქნება, ვიდრე იუვენტუსთან. ჩვენი მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარებაზეც ახლავე უნდა ვიზრუნოთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ვარსკვლავი ლიონელ მესია", - დაასრულა კომენტარი ბაიერნის თვითმმართველობის დირექტორმა.

მიუნხენის ბაიერნის ბალანსი კატალონიის ბარსელონას წინააღმდეგ დადებითია: 3 გამარჯვება, 2 ფრე და 1 მარცხი. ოთხი წლის წინ 2008/09 წლების სეზონში ბარსელონამ რეკორდმაისტერი 0:4 დაამარცხა და საპასუხო შეხვედრაში ესპანელებისთვის 1:1 საკმარისი აღმოჩნდა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.

"შესანიშნავი შანსი გვაქვს დავანახოთ კატალონიელებს, რომ მიუნხენის ბაიერნი ოთხი წლის შემდეგ გაცილებით ძლიერი გუნდია", - თქვა რუმენიგემ.

ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 23-24 აპრილს ჩატარდება, ხოლო საპასუხო შეხვედრები 30 აპრილსა და 1 მაისს შედგება. ჩემპიონთა ლიგის ფინალი 25 მაისს ინგლისში უემბლიზე გაიმართება.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..