ჰიოჯბერგი: ძალიან შემეშინდა » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ჰიოჯბერგი: ძალიან შემეშინდა

ჰიოჯბერგი: ძალიან შემეშინდა

14-04-2013, 17:01 admin ბაიერნი II 0

ჰიოჯბერგი: ძალიან შემეშინდა
გთავაზობთ, ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა BILD-ის ჟურნალისტების მიერ მომზადებულ თავისუფალ სტატიას პიერ-ემილ ჰიოჯბერგის სადებიუტო მატჩის შესახებ, ნიურნბერგის წინააღმდეგ.

ნიურნბერგთან მატჩი დიდი კარიერის დასაწყისია?

მიუნხენის ბაიერნმა ბუნდესლიგის XXIX ტურში ნიურნბერგი 4:0 გაანადგურა. 71-ე წუთზე რეკორდმაისტერის რიგებში ახალგაზრდა 17 წლის ცენტრალური ნახევარმცველი პიერ-ემილ ჰიოჯბერგი შემოვიდა.

დანიელი ფეხბურთელი ყველაზე ახალგაზრდა გამოდგა ბუნდესლიგის ისტორიაში, ვისაც ბაიერნის რიგებში უთამაშია.

"ეს გასაოცარი შეგრძნებაა. როდესაც პატარა ვიყავი სულ მოედანზე გასვლას ვოცნებობდი", - განაცხადა პიერ-ემილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. ჰიოჯბერგის თამაშს მისი ოჯახი ადევნებდა თვალს ალიანს არენას ტრიბუნებიდან.

17-წლის დანიელი ფეხბურთელი ისეთი დაბნეული იყო, რომ მატჩის შემდეგ ვერ გაიხსენა მანუელ ნოიერის სიტყვები, რომელმაც ახალგაზრდა ფეხბურთელი სტადიონზე გამოსვლამდე გაამხნევა და რამდენიმე რჩევა მისცა.

ჰიოჯბერგი: "სულ დამავიწყდა. პირველი ათი წუთის განმავლობაში ძალიან დაძაბული ვიყავი. ამის შემდეგ ცოტა დავწყნარდი და თამაშის რიტმში ჩავჯექი".

ჰაინკესი აღელვებული იყო: "პიერ-ემილი გასაოცარი ტალანტია, რომელიც კარგად ვითარდება მიუნხენის ბაიერნში. შესაძლოა დღეს ყველამ რეკორდმაისტერის ახალი ვარსკვლავი ვიხილეთ მოედანზე".

აღსანიშნავია, რომ მიუნხენური კლუბის ამჟამინდელი ორი ვარსკვლავი დავიდ ალაბა და ტონი კროოსი სანამ ბაიერნის პირველ გუნდში ჩაირიცხებოდნენ, მანამდე დუბლ-შემადგენლობაში თამაშობდნენ და სწორედ აქედან დაიწყო მათი წარმატებული კარიერა.

პირველი სადებიუტო მატჩის შემდეგ, ნიურნბერგთან, პიერ-ემილს საშუალება მიეცა ბაიერნის სრულფასოვან წევრად და ჩემპიონად ეგრძნო თავი.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.