» » როურა: ბაიერნთან ფავორიტები არ ვართ

როურა: ბაიერნთან ფავორიტები არ ვართ

15-აპრ-2013, 15:15
0288
ბარსელონას მთავარი მწვრთნელის მოადგილემ, ხორდი როურამ, ესპანურ პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზე, მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ, კატალონიური კლუბი ფავორიტი არ არის.

როურას განცხადებით კატალონიის ბარსელონას მიუნხენურ კლუბღან დუელში სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. მოადგილის განცხადებით კატალონიური კლუბი რეკორდმაისტერს კარგად არ იცნობს, მაგრამ აშკარად ხედავს ბავარიელთა ძლიერებას.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი, მიუნხენის ბაიერნსა და კატალონიის ბარსელონას შორის, 23 აპრილს ალიანს არენაზე გაიმართება თბილისის დროით 22:45 საათზე. საპასუხო შეხვედრა კი 1 მაისს კამპ ნოუზე შედგება.

ხორდი როურამ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ დროს როდესაც მიუნხენის ბაიერნმა ტურინის იუვენტუსი ორ-მატჩიან დუელში თავდაჯერებულად, ანგარიშით 4:0 დაამარცხა ბარსელონას მძიმე ბრძოლა მოუწია პარიზ სენტ-ჟერმენთან.

ასევე აღსანიშნავია, რომ კატალონიურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე იტალიურ მილანთანაც მძიმე დაპირისპირება გადაიტანა. სტუმრად წაგებული შეხვედრის შემდეგ კატალონიელებს საკუთარ მოედანზე სასწაულის მოხდენა მოუწიათ.

"ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზე ის გუნდი შეგვხვდა, რომელმაც გასულ სეზონში მადრიდის რეალი დაამარცხა. რეკორდმაისტერი ის გუნდია, რომლის შესახებაც ცოტა რამ ვიცით. პირადად ჩემთვის სულ ერთი იყო რომელ გუნდს დავუპირისპირდებოდით, რადგან უმეტეს შემთხვევებში კატალონიის ბარსელონაა ფავორიტი", - ამბობს როურა.

"ბაიერნი ჩვენი მოწინააღმდეგეა და ვფიქრობ, რომ ახლა სიტუაცია სხვაგვარია. მაგალითისთვის ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპიდან იტალიის ჩემპიონი გამოთიშა ასპარეზობას საკმაოდ დამაჯერებლად, იმ დროს, როდესაც ჩვენ პარიზ-სენტჟერმენთან რთული შეხვედრების გადატანა მოგვიხდა. ნებისმიერ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული იქნება. შანსები ორივე გუნდს თანაბარი აქვს. გამარჯვებულის ვინაობას მატჩის მიმდინარეობისას ცალკეული დეტალები გადაწყვეტენ", - დაასრულა კომენტარი ტიტო ვილანოვას თანაშემწემ.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..