» » BILD: ჰიონესი ბანკროტი კლუბების დასჯას ითხოვს

BILD: ჰიონესი ბანკროტი კლუბების დასჯას ითხოვს

18-04-2013, 16:47
097
მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, BILD-ის საშუალებით კიდევ ერთხელ მიმართა UEFA-ს ხელმძღვანელობას დაესაჯა ბანკროტი კლუბები, რომლებიც საერთო საფეხბურთო წესებს მკაცრად არღვევენ.

BILD-თან ინტერვიუში ბავარიელთა პრეზიდენტმა განაცხადა: "იმ შემთხვევაში თუ პლატინი თანმიმდევრული იქნება, მაშინ უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგიდან უნდა გარიცხოს ერთი-ორი დიდი კლუბი. მხოლოდ მალაგის გარიცხვა არანაირ სერიოზულ შედეგს არ მოგვცემს!".

ული ჰიონესი თავის განცხადებაში ფინანსურ ფეირპლეის გულისხმობს. წესების თანახმად კლუბს არ აქვს უფლება ჰქონდეს უარყოფითი ბალანსი. მალაგიდან შეიხის წასვლის შემდეგ ესპანურ კლუბს სერიოზული ფინანსური პრობლემები დაეწყო და სავარაუდოდ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში იძულებული იქნება ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები გაყიდოს.

იმდენად რამდენადაც, მალაგა გადახდისუუნარო აღმოჩნდა UEFA-მ შემდეგ სეზონში გარიცხა ევრო-ტურნირებიდან. ესპანურმა კლუბმა საჩივარი შეიტანა და 14 მაისს შედგება ევროპული სპორტული სასამართლოს სხდომა. უამრავი საფეხბურთო ექსპერტი თვლის, რომ ეს უბრალოდ ყურადღების გადატანისთვის კეთდება, რადგან რამდენიმე დიდ გრანდს ასევე სერიოზული ფინანსური პრობლემები აწუხებს.

ჰიონესის მოსაზრებით, ასევე უნდა დაისაჯონ დიდი კლუბები. ბაიერნის პრეზიდენტი მოელის, რომ უახლოეს რამდენიმე წელში UEFA შესაბამისად იმოქმედებს და იმ გრანდებს დასჯის, რომლებიც ფინანსური ფეირპლეის პრინციპებს არღვევენ.

"ყურადღებით დავაკვირდები იმას, თუ როგორ დაუპირისპირდება პლატინი საკუთარ მეგობრებს პარიზში, მილანსა და ინგლისში (მანჩესტერ სიტი), რადგან ამ კლუბებიდან ზოგიერთს ვალები 3/4 მილიარდი ევრო აქვთ უკვე!".

როგორც ცნობილია, პარიზ სენტ-ჟერმენის ერთ-ერთი მთავარი სპონსორი Katar Sports Investments არის. რათქმაუნდა, შემთხვევითი დამთხვევით, ევროპული ფინანსური ჯგუფის დირექტორი ლაურენტ პლატინია, ყველასთვის ცნობილი მიშელ პლატინის ვაჟი.

მომავალში როგორ იმოქმედებს UEFA იმ კლუბების მიმართ, რომლებიც ფინანსურ ფეირპლეის პრინციპებს არღვევენ ამას მალე გავიგებთ.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..