» » საინტერესო ფაქტები: ბაიერნი - ბარსელონა

საინტერესო ფაქტები: ბაიერნი - ბარსელონა

19-04-2013, 18:07
0103
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს მიუნხენის ბაიერნი და კატალონიის ბარსელონა დაუპირისპირდება. გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ამ ორი კლუბის ფეხბურთელებისა და იუპ ჰაინკესის დაპირისპირების შესახებ.

1997/98 წლებში იუპ ჰაინკესის მადრიდის რეალმა ორჯერ დათმო შეხვედრა კატალონიის ბარსელონასთან. მაშინ სამეფო კლუბმა საკუთარ მოედანზე 2:3 წააგო და გასვლაზე 0:3 და სატურნირო ცხილის მეოთხე ადგილის დაკავება მოახერხა. ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ იმ სეზონში გერმანელმა მწვრთნელმა მადრიდის რეალს 32-წლის განმავლობაში პირველად მოაგებინა ევროპის ჩემპიონების თასი. იუპ ჰაინკესი ატლეტიკის თავკაციც გახლდათ (1992/94 და 2000/03) და ტენერიფესი (1996/97). ამ გუნდებით გერმანელმა სპეციალისტმა ბარსელონასთან 14 შეხვედრა გამართა: ოთხში გაიმარჯვა, ექვსი ფრედ დაასრულა და ოთხი შეხვედრა დათმო.

2011/12 წლების სეზონში, როდესაც იუპ ჰაინკესმა მადრიდის რეალი გამოთიშა ჩემპიონთა ლიგის ასპარეზობას, გერმანელმა სპეციალისტმა პირველად მოახერხა ესპანური კლუბის დამარცხება ორ-მატჩიან დუელში. მანამდე ჰაინკესმა ამგვარ სიტუაციაში ოთხჯერ დათმო შეხვედრა. მაგალითისთვის ბენფიკაში მოღვაწეობის დროს სელტასთან დიდი ანგარიშით 1:8 დამარცხდა, უეფას თასზე 1999/00 წლებში. ამავე ტურნირზე 1985/86 წლებში იუპ ჰაინკესის თავკაცობით მიონხენგლადბახის ბორუსიმ 5:1 გაანადგურა რეალი, თუმცა საპასუხო შეხვედრაში მაინც დამარცხდა რეალის სტუმრად გატანილი გოლის გამო.

მიონხენგლადბახის ბორუსიაში თამაშისას ჰაინესმა ოთხი გოლი გაუტანა სარაგოსას (9:2) უეფას თასის მესამე წრეში 1974/75 წლებში. შემდეგ სეზონში გერმანელმა ევროპის ჩემპიონების თასის 1/4 ფინალურ ეტაპზე შეძლო მადრიდული კლუბისთვის გოლის გატანა, თუმცა საბოლოოდ ბორუსია სტუმრად გატანილი გოლის გამო დამარცხდა.

არიენ რობენი მადრიდის რეალის ღირსებას 2007-2009 წლებში იცავდა და ერთხელ მოახერხა ესპანეთის ჩემპიონატის მოგება. ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა 2008-წლის 7 მაისს კატალონიურ კლუბს გაუტანა გოლი (4:1). 2005/06 წლებში ჩელსის შემადგენლობაში რობენი ბარსელონასთან დამარცხდა 1/8 ფინალურ ეტაპზე.

არიენ რობენი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც თამაშობდა, სადაც ჰოლანდიის ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა. იმ დროისთვის ესპანეთის ნაკრების ღირსებას პიკე, კარლეს პუიოლი, ბუსკეტსი, ხავი, ინიესტა, ვილია, პედრო და ფაბრეგასი იცავდნენ.

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალურ ეტაპზე კარლეს პუიოლმა თავური დარტყმით ერთადერთი გოლი გაუტანა გერმანიის ნაკრებს, რომლის კარის დარაჯიც მანუელ ნოიერი გახლდათ. მაშინ გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ასევე თამაშობდნენ ლამი, გომესი, შვაინშტაიგერი და კროოსი. პირველმა სამეულმა ევრო-2008-ზეც დათმეს შეხვედრა ესპანელებთან, რომელთა შემადგენლობაშიც პუიოლი, ხავი, ინიესტა და ფაბრეგასი თამაშობდნენ.

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ტომას მიულერი არგენტინასთან შეხვედრაში გამორჩეული იყო (4:0), რომელთა შემადგენლობაშიც ლიონელ მესი და ხავიერ მასკერანო თამაშობდნენ.

ევრო-2012-ზე მარიო მანჯუკიჩი ხორვატიის ნაკრების ღირსებას იცავდა, როდესაც ესპანელებთან დამარცხდნენ ანგარიშით 0:1, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში.

ხავი მარტინესი ესპანეთის ნაკრებში უამრავი ფეხბურთელის პარტნიორია, რომლებიც კატალონიური კლუბის ღირსებას იცავენ. ატკეტიკის შემადგენლობაში მარტინესს ბარსელონასთან დაპირისპირება 15-ჯერ მოუწია და ვერცერთხელ შეძლო გამარჯვების მოპოვება. ბასკმა ლეგიონერმა ბარსელონასთან, 2009 და 2012 წლების ესპანეთის თასის ფინალში, მარცხი განიცადა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..