» » რიბერი: ლიონელ მესი ერთ-ერთი საუკეთესოა

რიბერი: ლიონელ მესი ერთ-ერთი საუკეთესოა

21-04-2013, 20:31
060
მიუნხენის ბაიერნის ფრანგმა ნახევარმცველმა ფრენკ რიბერიმ Telefoot-თან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ 1/2 ფინალური მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მესი, როგორც ყოველთვის, საუკეთესო ფორმაშია.

ფრენკ რიბერი მიუნხენური კლუბის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი და გუნდის უპირობო ლიდერია, თუმცა თავად ფრანგი ფეხბურთელიც აღიარებს, რომ როდესაც საქმე ტექნიკასა და შესაძლებლობებზე მიდის ლიონელ მესი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.

"მესი ნამდვილი ფენომენია. არის მესი და არის ბარსელონა. ის რასაც მესი აკეთებს ექსტრავანგანტულია და აღფრთოვანებას იმსახურებს", - თქვა ფრანგმა ფეხბურთელმა.

მიუხედავად იმისა, რომ ფრენკ რიბერი ლიონელ მესის დიდ პატივს ცემს ამბობს, რომ ბაიერნი შეშფოთებული არ არის და კატალონიის ბარსელონას ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევს.

"ყველა ამ შეხვედრას ელოდება და ყველასთვის კარგად ნაცნობია, რომ ბარსელონა ბრწყინვალე კლუბია, თუმცა კატალონიელების არ გვეშინია".

რამდენიმე დღის წინ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პარიზ სენტ-ჟერმენი 30-წლის ფრანგი ფეხბურთელით ინტერესდება, თუმცა Telefoot-თან ინტერვიუში ფრენკ რიბერი ამბობს, რომ დაინტერესებულია ფრანგული კლუბით, მაგრამ კარიერის დასრულება რეკორდმაისტერში აქვს განზრახული.

"პსჟ-ე ჩემით ინტერესდება? სასიამოვნოა. ფრანგული კლუბის სპორტული დირქტორი ლეონარდო, რომელსაც ვესაუბრე, უმნიშვნელოვანესი პიროვნებაა და პსჟ-ც ტრანსფორმაციის პროცესშია".

"მიუხედავად ყველაფრისა ბაიერნში თავს ბედნიერად ვგრძნობ და დიდი სურვილი მაქვს კარიერა რეკორდმაისტერში დავასრულო", - დაასრულა ფრენკ რიბერიმ კომენტარი Telefoot-თან.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..