» » ზამერი: ჰიონესის სკანდალი ბაიერნზე არ იმოქმედებს

ზამერი: ჰიონესის სკანდალი ბაიერნზე არ იმოქმედებს

22-04-2013, 14:09
086
ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტი, ული ჰიონესი, ფინანსურ სკანდალში გაეხვია. მატიას ზამერის განცხადებით ეს ფაქტი ბაიერნზე არ იმოქმედებს.

როგორც კი ცნობილი გახდა, რომ მიუნხენური კლუბის პრეზიდენტი ფინანსურ სკანდალში გაეხვა, უამრავმა საფეხბურთო ექსპერტმა თუ ცნობილმა პიროვნებამ ივარაუდა, რომ აღნიშნული ფაქტი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის შეხვედრაზე გავლენას იქონიებს.

რეკორდმაისტერის სპორტულმა დირექტორმა, მატიას ზამერმა, BILD-თან ინტერვიუში გავრცელებულ ხმებს აბსურდული უწოდა და განაცხადა, რომ ული ჰიონესის გარშემო ატეხილი სკანდალი ვერანაირ შემთხვევაში ვერ იმოქმედებს მიუნხენის ბაიერნის თამაშზე.

BILD-ის განცხადებით სავარაუდო თანხა რაზეც ბაიერნის პრეზიდენტს ედავებიან 10 მილიონ ევროს შეადგენს, რომელიც ული ჰიონესმა არ გადაიხადა და შემოსავალშიც არ დააფიქსირა.

"სავარაუდო კავშირი ული ჰიონესის სკანდალსა და ბაიერნი - ბარსელონას შეხვედრას შორის სრული ნონსენსია", - თქვა ზამერმა.

რეკორდმაისტერმა ტოპ-ფორმა ჰანოვერთან შეხვედრაშიც დაადასტურა, როდესაც ეს უკანასკნელი AWD არენაზე 6:1 გაანადგურა.

აღნიშნულ სკანდალთან დაკავშირებით BILD-თან კომენტარი ული ჰიონესმაც გააკეთა და განაცხადა, რომ მისი პირადი საქმიანობა კლუბს არ ეხება და ბაიერნის თამაშზეც ვერანაირ ზეგავლენას ვერ იქონიებს.

"ბაიერნის პრეზიდენტის პოსტიდან გადაგდომას არ ვაპირებ. ჩემპი პრობლემები მიუნხენის ბაიერნს არ ეხება", - ამბობს ული ჰიონესი.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რეკორდმაისტერის პრეზიდენტმა თავად მოუწოდა მიუნხენის პოლიციას დაეწყო გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..