» » TZ-online: ბარსელონას ფეხბურთელების კომენტარები

TZ-online: ბარსელონას ფეხბურთელების კომენტარები

24-04-2013, 11:52 admin მიმოხილვა / მთავარი ამბები 0 42

მიუნხენის ბაიერნმა, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ბარსელონა დაამარცხა 4:0. გთავაზობთ, კატალონიელი ფეხბურთელების მიერ მატჩის შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.

ხერარდ პიკე: "ბაიერნმა ბრწყინვალედ ითამაშა და დაგვამარცხა. მიუხედავად ალიანს არენაზე ნაჩვენები რეზულტატისა, კამპ ნოუზე შევეცდებით ბოლომდე ვიბრძოლოთ, თუმცა თამაშს ალბათ საოცრებით თუ შემოვატრიალებთ. მსაჯზე არ ვსაუბრობთ, გასასამართლებელი საბუთუ არ გვაქვს".

ხავი ერნანდესი (მატჩის შესახებ): "ყველანი დამწუხრებულნი ვართ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბაიერნი გაცილებით ძლიერი იყო ჩვენზე. საკმაოდ დიდი რეზულტატი დაფიქსირდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ავღნიშნავ ბაიერნი გაცილებით ძლიერი გამოდგა. რეკორდმაისტერის ფეხბურთელები ბრწყინვალედ თამაშობდნენ, თავს კარგად იცავდნენ და ყველა შანსი გამოიყენეს. ბავარიელი ფეხბურთელები ფიზიკურად საკმაოდ ძლიერები არიან. ვულოცავ ბაიერნს".

(საპასუხო მატჩის შესახებ): "თამაშის შემოტრიალება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვცადოთ. ჩვენ ბარსელონა ვართ და შევეცდებით საოცრება მოვახდინოთ, მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ ამგვარი სასწაულის მოხდენის შანსი საკმაოდ მცირეა".

დანი ალვეში: "მინდა ბაიერნს მივულოცო დიდებული გამარჯვება. ყველა პუნქტში ბაიერნი გაცილებით ძლიერი იყო. ქედს ვიხრი რეკორდმაისტერის წინაშე. ახლა აუცილებელია ჩვენი შეცდომების გაანალიზება და შევეცადოთ გამოვსწორდეთ. ჩემი ბარსელონაში თამაშის განმავლობაში ეს ყველაზე ცუდი შეხვედრა იყო. აღსანიშნავია, რომ კატალონიაში კიდევ 90 წუთია სათამაშო. ყველაფერი მეორე შეხვედრაში გადაწყდება".
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..