» » მესი: სამარცხვინოდ დავმარცხდით

მესი: სამარცხვინოდ დავმარცხდით

24-04-2013, 14:11
0154
კატალონიის ბარსელონასა და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ბლაუგრანა სამარცხვინოდ დამარცხდა და ბაიერნი გამარჯვებას იმსახურებდა.

კატალონიური კლუბი ევრო-ტურნირებში ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხდა ბაიერნთამ. მატჩის შემდგომ ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ ბარსელონას მატჩის შემობრუნების შესაძლებლობა ერთ კვირაში კამპ ნოუზე მიეცემა.

"ბაიერნმა 4:0 გაიმარჯვა და თამაშის შემოტრიალება საკმაოდ მძიმე იქნება. რეკორდმაისტერი დიდებული გუნდია. გერმანელები გაცილებით ძლიერები იყვნენ - ფიზიკურად მაღლები. ის რაც ალიანს არენაზე მოხდა ბარსელონასთვის ნამდვილი სირცხვილია, თუმცა წინსვლა არ უნდა შევწყვიტოთ", - ამბობს არგენტილები ფეხბურთელი.

"ერთი კვირის შემდეგ შევეცდებით ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ. აუცილებელია ბოლომდე ვიბრძოლოთ. ახლა ლა ლიგა გვაქვს მოსაგები".

მოგეხსენებათ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე მესიმ პარიზ სენტ-ჟერმენთან ტრავმა მიიღო რის გამოც ფეხბურთელის თამაში სათუო იყო რეკორდმაისტერთან, თუმცა არგენტინელი გუშინ მოედანზე მაინც გამოვიდა.

"ტრავმიდან რამდენიმე დღე იყო ისეთი, როდესაც 100%-ით კომფორტულად ვერ ვგრძნობდი თავს, მაგრამ გუშინ ჯანმრთელი ვიყავი და თამაშიც შემეძლო. ბაიერნი გაცილებით ძლერი იყო და უფრო კარგ ფეხბურთს თამაშობდა. აღნიშნულ დაპირისპირებაში გამარჯვება წარმოუდგენელია. ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და გულშემატკივრებისთვის საპასუხო შეხვედრაში გავიმარჯვოთ. სამარცხვინოდ დავმარცდით".

შეხვედრის მიმდინარეობისას ბევრი სადაო მომენტი იყო, რაზეც დღეს კატალონელი გულშემატკივარი პროტესტს გამოთქვამს, თუმცა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ შეხვედრაზე მსაჯებს ზეგავლენა არ მოუხდენიათ.

"მინდა ავღნიშნო, რომ მსაჯების ბრიგადას ჩვენს საწინააღმდეგოდ არაფერი გაუკეთებიათ, ვერაფერს ვიტყვით, კაშაის რეზულტატზე ზეგავლენა არ მოუხდენია", - დაასრულა მესიმ კომენტარი.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..