» » რობენი: არსად გადასვლას არ ვაპირებ

რობენი: არსად გადასვლას არ ვაპირებ

25-04-2013, 20:11
0163
მარიო გიოტცეს ბაიერნში ტრანსფერით რომელი ფეხბურთელი დაზარალდება? Facebook-ზე ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რეკორდმაისტერის გულშემატკივართა უმრავლესობა არიენ რობენს ასეხელებს.

მიუხედავად პრესაში გავრცელებული ხმებისა ჰოლანდიელი შემტევი გარემარბი ჭორებს კლუბის დატოვების შესახებ უარყოფს. Facebook-ზე ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით გულშემატკივარმა უმრავლესობამ ხმა მისცა იმას, რომ გიოტცესთვის ადგილის დათმობა არიენ რობენს მოუწევს.

თავად ჰოლანდიელი ფეხბურთელი მარიო გიოტცეს რეკორდმაისტერში ტრანსფერით გახარებულია, ხოლო კლუბის დატოვების შესახებ ამბობს: "სხვა კლუბში გადასვლაზე ისევე ვფიქრობ როგორც ადრე - საერთოდ არ ვფიქრობ! ამჟამად მხოლოდ მიმდინარე სეზონზე ვარ კონცენტრირებული და ჩვენს მიზნებზე".

მიუხედავად ამისა, როგორც აღმოჩნდა, რობენისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა გიოტცეს გადმოსვლა და ასევე ტრანსფერის შესახებ ამ ეტაპზე გაკეთებული განცხადება: "ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ არ ველოდებოდი ამგვარი ინფორმაციის გავრცელებას".

მიმდინარე სეზონში არიენ რობენს საკმაოდ მწირი სათამაში დრო ჰქონდა, ამიტომ პრესაში უამრავი ხმები გავრცელდა ჰოლანდიელი ფეხბურთელის წასვლის შესახებ. მხოლოდ ტონი კროოსის ტრავმის შემდეგ ჰოლანდიელი კვლავ დაუბრუნდა ძირითად შემადგენლობას, ხოლო ბარსელონასთან მატჩში შესნიშნავად ითამაშა.

მიუხედავად არიენ რობენის განცხადებისა, რომ არსად წასვლას არ აპირებს, ჰოლანდიელი ფეხბურტელით დაინტერესებული კლუბების რაოდენობა იზრდება. მხოლოდ დღეს სერია A-ს კლუბების ბუმი დაფიქსირდა.

ბაიერნში გიოტცეს ტრანსფერიდან გამომდინარე და მომავალი სეზონიდან არიენ რობენის ძირითად შემადგენლობაში მოსალოდნელი პრობლემებისდა გამო გააქტიურდნენ ტურინის იუვენტუსი და ინტერი.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელ ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი ბავარიელებთან 2015 წლის ივნისის ბოლოს ეწურება. არიენ რობენის მიმდინარე სატრანსფერო ფასი € 22.000.000 შეადგენს.

სტატისტიკის მოყვარულებს გაცნობებთ, რომ არიენ რობენმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 32 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა, 15 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და 2233 წუთი დაჰყო მოედანზე.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..