» » შვაინშტაიგერმა შესაძლოა სუპერთასი გამოტოვოს

შვაინშტაიგერმა შესაძლოა სუპერთასი გამოტოვოს

28-აგვ-2013, 07:26
0249

მიუნხენის ბაიერნის 29-წლის საყრდენი ნახევარმცველის, ბასტიან შვაინშტაიგერის, თამაში უეფას სუპერთასზე, ლონდონის ჩელსის წინააღმდეგ, სათუოა მას შემდეგ, რაც ფრაიბურგთან შეხვედრაში ტერფის ტრავმა მიიღო.

როგორც გერმანული სპორტული გამოცემები იუწყებიან შვაინშტაიგერმა, ტერფის ტრავმის გამო, შესაძლოა პარასკევს, უეფას სუპერთასის ფინალში მონაწილეობა ვერ მიიღოს.

29-წლის ნახევარმცველმა შეხვედრის მეორე ნახევარში ბურთისთვის ბრძოლის დროს უხერხულად დადგა ფეხი მოედანზე და ტერფის დაზიანება მიიღო. ფრაიბურგთან შეხვედრის შემდეგ პეპ გვარდიოლამ შვაინშტაიგერზე კომენტარი გააკეთა:

"ბასტიან შვაინშტაიგერმა ტერფის ტრავმა მიიღო. ხვალ ჩაუტარდება დეტალური სამედიცინო შემოწმება. დიდი იმედი მაქვს, რომ პარასკევს, ლონდონის ჩელსის წინააღმდეგ, თამაშს შეძლებს, თუმცა ჯერ არაფერია ცნობილი", - ამბობს პეპ გვარდიოლა.

ფრაიბურგთან ნაჩვენები რეზულტატით, ბაიერნმა ბუნდესლიგის 100%-იანი სტარტი დაასრულა, თუმცა 42-წლის ესპანელი სპეციალისტი მაინც კმაყოფილია საკუთარი ფეხბურთელებით.

"ძალიან კარგად ვთამაშობდით, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ 1:0 ვიგებდით ბუნდესლიგაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გამუდმებით ვუტევდით და ბევრი მომენტები გვქონდა. ძალიან ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით", - დაასრულა გვარდიოლამ კომენტარი.

ბუნდესლიგის IV ტურში პეპ გვარდიოლამ, პარასკევს გასამართი სუპერთასის შეხვედრისთვის, რეკორდმაისტერის რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა, რომელთა რიცხვშიც შედიოდნენ: არიენ რობენი, ფრენკ რიბერი, მარიო მანჯუკიჩი და ჟერომ ბოატენგი.

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..