» » შოკი: მარიო გიოტცე კვლავ ტრავმირებულია

შოკი: მარიო გიოტცე კვლავ ტრავმირებულია

31-08-2013, 15:35
0155

მიუნხენის ბაიერნი, ჩელსისთან გამარჯვების შემდეგ სუპერთასით ხელში, მიუნხენში ბრუნდება სამი ტრავმირებული ფეხბურთელით, რომელთა რიცხვში ახლად გამოჯანმრთელებული მარიო გიოტცეც მოხვდა.

როგორც TZ-online იტყობინება მარიო გიოტცემ მარჯვენა ფეხზე ტერფის სერიოზული დაზიანება მიიღო რის გამოც ახალგაზრდა გერმანელ ფეხბურთელს ორი კვირის განმავლობაში გიფსის გაკეთება მოუწევს და რეაბილიტაციის პროცესის გავლის შემდეგ დაუბრუნდება ვარჯიშებს.

შეხვედრის 96-ე წუთზე პეპ გვარდიოლამ ჰოლანდიელი შემტევი გარემარბი, არიენ რობენი, შერდან შაქირით შეცვალა. როგორც სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა არიენ რობენს მუხლზე აქვს პრობლემები.

TZ-online-ზე დაყრდნობით ბაიერნის ესპანელმა ლეგიონერმა ხავი მარტინესსაც მუხლზე აქვს პრობლემა. როგორც სამედიცინო დასკვნიდან ირკვევა ბასკ ფეხბურთელს მყესები აქვს დაჭიმული. არიენ რობენი და ხავი მარტინესი სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან ვარჯიშებს.

ჩელსისთან შეხვედრაში სერიოზული ტრავმა მხოლოდ მარიო გიოტცემ მიიღო, რომელსაც უკვე გაუკეთეს ტერფზე გიფსი.

გაცნობებთ, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით რეკორდმაისტერის ექვსი ფეხბურთელია მოთავსებული ლაზარეთში, რომელთა რიცხვშიც მოხვდნენ: ჰოლგერ ბადშტუბერი, ტიაგო ალკანტარა, მარიო გიოტცე, ხავი მარტინესი, პიერ-ემილ ჰოიბერგი და არიენ რობენი.

მცირე ტრავმა მიუნხენელების ვიცე-კაპიტან ბასტიან შვაინშტაიგერსაც აღენიშნება, რომელმაც უეფას სუპერთასის შეხვედრა გამოტოვა, თუმცა მედიკოსების ცნობით საშიში არაფერია და შვაინშტაიგერი ვარჯიშებს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..