» » ტრავმირებული ფეხბურთელები ნაკრებში არ წავლენ

ტრავმირებული ფეხბურთელები ნაკრებში არ წავლენ

1-09-2013, 08:53
0120

უეფას სუპერთასიდან, ჩელსისთან შეხვედრის შემდგომ, რეკორდმაისტერი მიუნხენში სამი ტრავმირებული ფეხბურთელით დაბრუნდა, რის გამოც გვარდიოლას შეგირდები ნაკრებში გამგზავრებას ვეღარ შეძლებენ.

მიუნხენური კლუბის ვიცე კაპიტანმა ტრავმის შემდეგ ბოლომდე გამოჯანმრთელება ვერ მოახერხა, რის გამოც სუპერთასის გამოტოვება მოუწია და ასევე გერმანიის ნაკრებს ვერ გაჰყვა მოსამზადებლად.

ბასტიან შვაინშტაიგერმა ნაკრებში გამგზავრებაზე უარი განაცხადა. როგორც მედიკოსები იტყობინებიან შვაინშტაიგერს დაჭიმულობა აღენიშნება, რომელიც ფრაიბურგთან შეხვედრისას მიიღო.

იოჰიმ ლიოვს სიტუაცია კიდევ უფრო მარიო გიოტცემ დაუმძიმა, რომელსაც სამედიცინო შემოწმებამ ტერფზე სერიოზული ტრავმა აღმოუჩინა. მედიკოსების განცხადებით მარიო გიოტცეს ერთი კვირის განმავლობაში გიფსის ტარება მოუწევს ხოლო შემდეგ 10-14 დღე რეაბილიტაციის პროცესს დაჭირდება.

შესაბამისად მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები ფარერების კუნძულებისა და ავსტრიის წინააღმდეგ გიოტცეს გარეშე ჩაივლის.

როგორც ბაიერნის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, ხავი მარტინესი ამ კვირაში მსუბუქი პროგრამით ივარჯიშებს. ბასკ ფეხბურთელს დაჭიმულობა აღენიშნება, რის გამოც მარტინესი ხუთი დღით გაანთავისუფლეს ვარჯიშებისგან.

მცირე ტრავმა აღენიშნება არიენ რობენსაც, თუმცა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საშიში არაფერია და ჰოლანდიელი ფეხბურთელი მხოლოდ სამი დღე იუქმებს.

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..