რობენი და შვაინშტაიგერი ბრუნდებიან » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » რობენი და შვაინშტაიგერი ბრუნდებიან

რობენი და შვაინშტაიგერი ბრუნდებიან

11-09-2013, 02:01 admin სიახლეები / მთავარი ამბები 0

რობენი და შვაინშტაიგერი ბრუნდებიან
სამი დღე რჩება ალიანს არენაზე შემდეგი შეხვედრის ჩატარებამდე. ჯერ-ჯერობით 100%-ით ცნობილი არ არის ითამაშებს თუ არა შვაინშტაიგერი, მუხლის ტრავმის შემდეგ, ჰანოვერ 96-ის წინააღმდეგ.

როგორც TZ-online იტყობინება სიტუაცია უკეთესობისკენ მიდის. გუშინ რეკორდმაისტერის ვიცე-კაპიტანმა დღის მეორე ნახევარში კვლავ თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა, რამდენიმე კვირიანი შესვენების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ მიუნხენელთა ნახევარდაცვის შეფმა მხოლოდ 30 წუთი ივარჯიშა, რის შემდეგადაც 45 წუთის განმავლობაში ფიტნეს მწვრთნელის ანდრეს კორმაიერის ზედამხედველობის ქვეშ ვარჯიშობდა. ტემპში სირბილი, სპრინტი და ვარჯიშები კოორდინაციისთვის - სწორედ ასე გამოიყურებოდა შვაინშტაიგერის ინდივიდუალური პროგრამა.

ზებნერშტრასზე დღეს ასევე დანიელ ვან ბუიტენი და არიენ რობენიც გამოჩნდნენ. მიუნხენელთა მცველი დროზე ადრე დაბრუნდა ნაკრებიდან, რადგან ბელგიას ჯერ არ უწევს თამაში. ჰოლანდიელმა გარემარბმა ესტონეთთან შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც საკუთარ თანამემამულეებს მომავალ შეხვედრაში ვეღარ დაეხმარება. შესაბამისად არიენ რობენს კარგი შესაძლებლობა აქვს დროზე ადრე დაიწყოს ჰანოვერთან მატჩისთვის მზადება.

"საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება. უნდა გავიმარჯვოთ", - განაცხადა რობენმა FCB.tv-თან ინტერვიუში. ჰოლანდიელმა აღნიშნა, რომ "რთული დავალება გვაქვს" და ხანმოკლე პაუზის შემდეგ, რომელიც სანაკრებო შეხვედრებთან იყო დაკავშირებული, აუცილებელია "გუნდმა კვლავ განაგრძოს სქემების დამუშავება".

თავად რობენი ტრავმის შემდგომ ბოლომდე გამოჯანმრთელდა, რომელიც უეფას სუპერთასზე ლონდონის ჩელსის წინააღმდეგ მიიღო. "ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ სამი-ოთხი დღე დასვენება მჭირდებოდა".

მარიო მანჯუკიჩიც სრული პროგრამით ვარჯიშობდა ბოლო წუთებამდე. ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელმა უარი განაცხადა წასულიყო საკმაოდ დამღლელ ამხანაგურ შეხვედრაზე სამხრეთ კორეაში. შესაბამისად მანჯუკიჩი შაბათს ჰანოვერის კარის დალაშქვრას შეეცდება.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.