» » ვიქტორია - ბაიერნი 0:1 (მატჩის შემდგომი კომენტარები)

ვიქტორია - ბაიერნი 0:1 (მატჩის შემდგომი კომენტარები)

6-ნოე-2013, 13:52
0364
გთავაზობთ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის რიგით IV შეხვედრის მატჩის, ვიქტორია - ბაიერნის 0:1, შემდგომ გაკეთებულ ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და სხვა მნიშვნელოვანი პირების კომენტარებს.

პეპ გვარდიოლა: ვიცოდით, რომ მიუნხენისგან განსხვავებით პლზენში სულ სხვა სცენარით წარიმართებოდა შეხვედრა. ჩემპიონთა ლიგაზე ყოველი მეტოქე საფრთხეს წარმოადგენს. პლზენი - კარგი გუნდია. 5:0 მარცხის შემდეგ, როგორც წესი საკუთარ მოედანზე მაქსიმალურად კონცენტრირებული თამაშობ. სწორედ ამაზე ვსაუბრობდით გუნდში. მეორე ტაიმში კარგად ვთამაშობდით და ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით. მიხარია რეკორდის დამყარება, რომ შევძელით. ვიმედოვნებ მოსკოვში გავაუმჯობესებთ. მინდა მადლობა გადავუხადო იუპს, რომელსაც ამ რეკორდში დიდი წვლილი მიუძღვის.

ფილიპ ლამი: ბოლო შეხვედრებში გვიან მოვდივართ გონზე, რასაც რამე უნდა მოვუხერხოთ. ყოველთვის მოწინააღმდეგეს ფიქრის საშუალებას ვაძლევთ, რომ ჩვენთვის ქულების წართმევა შეუძლია. ალიანს არენაზე 5:0 გავიმარჯვეთ და სწორედ ამიტომ დავიწყეთ დღეს შეხვედრა უყურადღებოდ. ასე აღარ უნდა განმეორდეს! მთლიანობაში რეზულტატით კმაყოფილები უნდა ვიყოთ. ოთხ შეხვედრაში 12 ქულა დავაგროვეთ.

მანუელ ნოიერი: შეხვედრა საუკეთესო სცენარით არ დაგვიწყია. ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორც პლზენია, აუცილებელია გაშლილი თამაში, ბურთის მუდმივი მოძრაობა, ფლანგების გამოყენება და მოწინააღმდეგის ნახევარზე მოქმედება. გატანილი ბურთი სწორედ ფლანგიდან იყო ორგანიზებული. მანჯუმ შეუდარებლად ითამაშა. რეკორდი დავამყარეთ, თუმცა უკეთ თამაში შეგვეძლო.

ტონი კროოსი: საუკეთესო მატჩი არ იყო. ძალიან გაგვიჭირდა. როგორც კი შეტევაში დავიწყეთ დალაგებულად თამაში, გაცილებით ადვილი გახდა. შეხვედრის დასაწყისი რთული იყო, რადგან ბევრ შეცდომას ვუშვებდით. მოედნის ცენტრში კარგად ვკომბინირებდით, რამაც შედეგი არ მოგვცა. პირველ ტაიმში ფაქტიურად მომენტი არ გვქონია. ოთხი შეხვედრის შემდეგ 12 ქულის დაგროვება ადვილი არ ყოფილა. შეგვიძლია ვიამაყოთ, მაგრამ გასაუმჯობესებელი ჯერ კიდევ ბევრია.

ტომას მიულერი: ადვილი გამარჯვება არ ყოფილა, მაგრამ რაც მთავარია გავიმარჯვეთ. გასახდელში შამპანურით არ ავღნიშნავთ გამარჯვებას. ბევრი შეცდომა დავუშვით და ბურთს ხშირად ვკარგავდით. მომენტების რეალიზაციაც გვაკლდა. საკუთარ კედლებში პლზენი სულ სხვა გუნდია.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..