» » რიბერი: საფრანგეთში მხარს არ მიჭერენ

რიბერი: საფრანგეთში მხარს არ მიჭერენ

14-11-2013, 19:38 admin სიახლეები 0

რიბერი: საფრანგეთში მხარს არ მიჭერენ
მიუნხენის ბაიერნისა და საფრანგეთის ნაკრების შემტევმა გარემარბმა, ფრანკ რიბერიმ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში ფრანგი თანამემამულეები მხარში არ უდგანან და ურჩევნიათ ტიტული რონალდუმ ან მესიმ მიიღოს.

რიბერი, რომელიც ოქროს ბურთისთვის მებრძოლ 23 ფეხბურთელში მოხვდა, ამბობს, რომ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა აკლია. მისი თქმით საფრანგეთში ბევრს ურჩევნია რონალდუმ ან მესიმ მიიღონ აღნიშნული ტიტული.

"საფრანგეთში ბევრს ურჩევნია, რომ ოქროს ბურთი რონალდუმ ან მესიმ მოიპოვოს და არა მე", - ამბობს რიბერი.

"ვიქნები თუ არა თამაშგარე მდგომარეობაში ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში? რთული სათქმალია, მაგრამ ვაღიარებ, რომ მეტი მხარდაჭერის მიღებაც შემიძლია ვიდრე ახლა. მე აუთსაიდერად აღმიქვავენ. იმისთვის, რომ ოქროს ბურთი მიიღო მეტი მხარდაჭერაა საჭირო", - ფრანგი ფეხბურთელის სიტყვებს ციტირებს Le 10 Sport.

"ჰკითხეთ არგენტინისა და პორტუგალიის წარმომადგენლებს - რიბერის აძლევენ ხმას? ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება რჩევა, რომ საფრანგეთში ხალხს რონალდუ და მესი უფრო აინტერესებთ ვიდრე მე. ძალიან მაინტერესებს რატომ?".

შეგახსენებთ, რომ ბუკმეიკერები უპირატესობას სწორედ ფრანკ რიბერის ანიჭებენ.

"2013 წელი წარმატებული გამოდგა - ვაჩვენე კარგი თამაში და ბაიერნთან ერთად ბევრი ტიტული მოვიგე. ოქროს ბურთი სიამაყის საბაბი გახდებოდა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი ჩემი ოჯახისთვის", - დაასრულა კომენტარი რიბერიმ.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.