» » ხავი მარტინესმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო

ხავი მარტინესმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო

15-11-2013, 13:22
085
კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი, BILD-ის ინფორმაციით მიუნხენის ბაიერნის 25-წლის ბასკმა ნახევარმცველმა, ხავი მარტინესმა, ესპანეთის ნაკრების გუშინ გამართულ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო რის გამოც მოედანზე გუნდთან ერთად ბოლომდე ვეღარ ივარჯიშა.

ვარჯიშის დროს კატალონიის ბარსელონას ფეხბურთელ პედროსთან ორთაბრძოლაში მარტინესს მარცხენა ფეხზე მიაყენეს დარტყმა, რის შემდეგაც ბასკი ფეხბურთელი მინდორზე იწვა და მხოლოდ მედიკოსების დახმარებით კოჭლობით გავიდა მოედნიდან.

როგორც ესპანური გამოცემა „Marca“ იტყობინება თავის დაზღვევის მიზნით შაბათს ამხანაგურ მატჩში, გვინეას წინააღმდეგ, ხავი მარტინესი მონაწილეობას არ მიიღებს. ბასკი ფეხბურთელისთვის ამჟამინდელი ტრავმა გასული სეზონის ეპიდემიის გაგრძელებაა.

კონფედერაციის თასის შემდეგ ესპანელი ფეხბურთელი ფიზიკურად გადაღლილი იყო და მხოლოდ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. რეკორდმაისტერისა და ბუნდესლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ჯერ კიდევ აგვისტოს შუა რიცხვებში ეკვადორიდან დაბრუნდა ტრავმირებული.

უეფას სუპერთასზე, ლონდონის ჩელსისთან, გამარჯვების შემდეგ წარმოშობით ბასკ ფეხბურთელს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა რეაბილიტაციის პროცესი სტომატოლოგიური ქირურგიის ჩარევის გამო გაიწელა. ოქტომბრის დასაწყისში ფეხბურთელმა კიდევ ერთხელ მიიღო მუხლის ტრავმა, რის გამოც მოკლე პერიოდის გამოტოვება მოუწია.

ჯერ-ჯერობით უცნობია გუშინდელ ვარჯიშზე მიღებული ტრავმა რამდენად სერიოზულია. სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ ყველაფერი ნათელი გახდება.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..