» » როისი: ბაიერნთან სამი ქულა გვჭირდება

როისი: ბაიერნთან სამი ქულა გვჭირდება

18-11-2013, 13:07
0133
ბუნდესლიგის პირველი ტურის ტოპ-შეხვედრამდე სულ რაღაც 5 დღე რჩება, დორტმუნდის ბორუსიასა და მიუნხენის ბაიერნს შორის. რაც უფრო ახლოვდება შეხვედრა გულშემატკივრები და ფეხბურთელები მით უფრო მეტს საუბრობენ. მარკო როისს გამარჯვების იმედი აქვს და რთულ დაპირისპირებას მოელის.

"ბაიერნთან დაპირისპირებაში მოვლენები ისე განვითარდება, როგორც ახლახანს ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრაში", - ამბობს როისი იტალიასთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ Bild am Sonntag-თან.

აღსანიშნავია, რომ დორტმუნდი წნეხის ქვეშ იმყოფება, რადგან ვოლფსბურგთან (1:2) მარცხის შემდეგ რეკორდმაისტერთან ქულათა სხვაობა უკვე ოთხია.

"ბაიერნის დამარცხება გვინდა. სახლში ვთამაშობთ და შევეცდებით ნამდვილად კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ. ვოლფსბურგთან მარცხი, ჩვენთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა. ახლა კვლავ უნდა დავიწყოთ ქულების დაგროვება და ბაიერნთან შეხვედრაში სამი ქულა მოვიპოვოთ"

რეკორდმაისტერთან მატჩამდე მარკო როისი ინგლისთან ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშებს, თუმცა თვლის, რომ აღნიშნული მატჩი ფეხბურთელებს პრობლემას არ შეუქმნის: "ყველანი პროფესიონალები ვართ და უკვე შევეჩვიეთ კვირაში 2 თამაშის ჩატარებას. იმდენად კარგად ნავარჯიშები ვართ, რომ ამას ავიტანთ".
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..