» » მეტოქე ცნობილია: მანჩესტერ იუნაიტედი!

მეტოქე ცნობილია: მანჩესტერ იუნაიტედი!

21-მარ-2014, 17:05
0243
დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომლის შედეგადაც მიუნხენის ბაიერნს დევიდ მოიესის, პრემიერ ლიგაში მე-7 ადგილზე მყოფი, მანჩესტერ იუნაიტედი ხვდა წილად.

წილისყრის დასრულებისთანავე რეკორდმაისტერის კაპიტანმა ყურადღება მანჩესტერ იუნაიტედთან გასამართ ურთულეს მატჩზე გაამახვილა.
"ჩვენი ძალა უნდა ვაჩვენოთ მოწინააღმდეგეს და მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება 1/2 ფინალში გასვლის კარგი შანსი. პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე არ უნდა მოვდუნდეთ. ეშმაკებს რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავთ", - განაცხადა ფილიპ ლამმა.

რეკორდმაისტერი პირველ შეხვედრას წითელ ეშმაკებთან სტუმრად ოლდ ტრაფორდზე გამართავს. პირველი დაპირისპირება მიუნხენურ კლუბსა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის, სავარაუდოდ, 1 აპრილს თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრა, ალიანს არენაზე, 8 აპრილს იმავე დროს გაიმართება.

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გერმანიიდან, რეკორდმაისტერის გარდა, დორტმუნდის ბორუსიაც არის წარმოდგენილი, რომელსაც წილისყრის შედეგად მადრიდის რეალთან მოუწევს პირველი შეხვედრის გამართვა სანტიაგო ბერნაბეუზე.

ჩემპიონთა ლიგაზე სხვა მონაწილე გუნდები, 1/4 ფინალურ ეტაპზე, შემდეგნაირად გადანაწილდნენ:
ბარსელონა - ატლეტიკო
მადრიდის რეალი - დორტმუნდის ბორუსია
პსჟ - ჩელსი
მანჩესტერი - ბაიერნი
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..