» » ზამერი: მანჩესტერი დაუძლეველი არაა, თუმცა საშიშია

ზამერი: მანჩესტერი დაუძლეველი არაა, თუმცა საშიშია

21-მარ-2014, 17:38
0237
უეფას შტაბ-ბინაში, ქალაქ ნიონში, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც ბაიერნს ძველი, კარგად ცნობილი, მოწინააღმდეგ ერგო წილად. Estadio da Luz-ზე ოფიციალურმა ელჩმა, ლუიშ ფიგუმ, გერმანული გრანდისთვის მანჩესტერ იუნაიტედი ამოიღო კალათიდან.

"საკმაოდ შთამბეჭდავი წილისყრა გამოდგა. მანჩესტერმა 1/8 ფინალში დაამტკიცა, რომ დიდ ძალას წარმოადგენს", - კომენტარი გაუკეთა წითელი ეშმაკების დაპირისპირებას ოლიმპიაკოსთან ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა, მატიას ზამერმა.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა, ოლიმპიაკოსთან 0:2 დათმო, ხოლო განმეორებით შეხვედრაში ოლდ ტრაფორდზე 3:0 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხა.

"თუ მანჩესტერელებს კარგად მისდით თამაში ძალიან საშიშები არიან. არ უნდა დავუშვათ, რომ წითელმა ეშმაკებმა საკუთარი თამაში ითამაშონ. ვთვლი, რომ მოწინააღმდეგე დაუძლეველი არ არის, თუმცა ძალიან საშიშია", - დაასრულა კომენტარი ზამერმა.

"1/4 ფინალურ ეტაპზე ადვილი მოწინააღმდეგეები არ არიან. სწორედ ამიტომ, ისეთი გუნდი არ ყოფილა, რომელთან დაპირისპირებაც განსაკუთრებით მინდოდა", - განაცხადა ტომას მიულერმა.

მანჩესტერ იუნაიტედი და ბაიერნი ცხრაჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და სტატისტიკა, თითქმის, თანაბარია. რეკორდმაისტერმა სამჯერ გაიმარჯვა, ორჯერ დამარცხდა და ოთხი შეხვედრა ფრედ დასრულდა. საერთო ანგარიში 12:11-ია მიუნხენელთა სასარგებლოდ.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..