» » რობენი: ვან გაალმა მანჩესტერში გადასვლა შემომთავაზა

რობენი: ვან გაალმა მანჩესტერში გადასვლა შემომთავაზა

13-07-2014, 09:35
0111
მიუნხენის ბაიერნისა და ჰოლანდიის ნაკრების შემტევმა გარემარბმა, არიენ რობენმა, გერმანულ პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკვე ექს და მანჩესტერ იუნაიტედის ახალმა მწვრთნელმა, ლუის ვან გაალმა, წითელი ეშმაკების რიგებში გადასვლა შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ჰოლანდიელ ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი რეკორდმაისტერთან 2017 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. transfermarkt-ზე დაყრდნობით რობენის მიმდინარე სატრანსფერო ფასი £ 26,40 მილიონ ფუნტს შეადგენს.

"ჯერ კიდევ ბაიერნში მუშაობის დროდან ლუის ვან გაალთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. ჰოლანდიელი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელი გახლავთ. მუნდიალზე ასპარეზობისას ვან გაალმა მითხრა, რომ მანჩესტერელთა კარი ღიაა ჩემთვის, თუმცა მე სხვა გეგმების მაქვს და ბაიერნიდან წასვლას არ ვაპირებ", - განაცხადა არიენ რობენმა.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერელთა ახალ მწვრთნელს რეკორდმაისტერის კიდევ ერთი ფეხბურთელის, ტონი კროოსის, გადაბირება სურდა წითელი ეშმაკების რიგებში, თუმცა შეთანხმება ფეხბურთელსა და კლუბს შორის ვერ შედგა, ხოლო მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მოლაპარაკებებიც კი არ ყოფილა და აღნიშნული ტრანსფერი მხოლოდ ჭორის დონეზე განიხილებოდა.

შეგახსენებთ, რომ წარშულში არიენ რობენი მადრიდის რეალის, ლონდონის ჩელსის, PSV ეინდჰოვენისა და გრონინგენის ღირსებას იცავდა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..