» » ფელიქს გიოტცე დორტმუნდიდან ბაიერნში გადმოვიდა

ფელიქს გიოტცე დორტმუნდიდან ბაიერნში გადმოვიდა

17-07-2014, 22:53 admin ბაიერნი II 0

ფელიქს გიოტცე დორტმუნდიდან ბაიერნში გადმოვიდა
Sport Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რეკორდმაისტერის ახალგაზრდულ გუნდს დორტმუნდის ბორუსიიდან ყვითლების ყოფილი ფეხბურთელის, მარიო გიოტცეს, ძმა ფელიქს გიოტცე შეემატა.

16-წლის ახალგაზრდა გერმანელი ბაიერნში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვიდა. გიოტცეების ოჯახში დიდი ძმა 24-წლის ფაბიანია, რომელიც ადრე ასევე დორტმუნდის ბორუსიის ღირსებას იცავდა, ხოლო ახლა III ბუნდესლიგის გუნდის, უტრეხტის, ღირსებას იცავს.

"ფელიქსმა ნამდვილად დატოვა დორტმუნდის ბორუსია და მიუნხენურ კლუბში გადავიდა", - განაცხადა რეკორდმაისტერის ახალგაზრდული გუნდის დირექტორმა მიხაელ ტრანტმა Sport Bild-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ფელიქსის ძმა მარიო გიოტცე სწორედ დორტმუნდის ბორუსიიდან გამოვიდა 2013/14 წების სეზონის დაწყებამდე და ბუნდესლიგისა და გერმანიის თასის გამარჯვებულიც გახდა.

გიოტცეს ბაიერნში ტრანსფერი ნამდვილად წარმატებული გამოდგა ფეხბურთელმა უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატიც მოიგო რეკორდმაისტერის რიგებში. 2014 წლის ბრაზილიაში გამართულ მუნდიალის ფინალში მარიო გიოტცემ უმნიშვნელოვანესი გოლის გატანა მოახერხა და გერმანიის ნაკრებს ჩემპიონობა მოუტანა.

იქნება თუ არა მომავალში 16-წლის ფელიქს გიოტცეც ისეთივე წარმატებული, როგორც მარიო ამას დრო გვიჩვენებს.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.