» » ბეკენბაუერი: იმედი მაქვს ლამი გადაწყვეტილებას შეცვლის

ბეკენბაუერი: იმედი მაქვს ლამი გადაწყვეტილებას შეცვლის

31-07-2014, 13:34
068
მიუნხენური კლუბის ლეგენდამ ფრანც ბეკენბაუერმა GOAL-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფეხბურთელმა, რომელმაც გერმანიის ნაკრების მაისურით 150 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და 2014 წლის მუნდიალის შემდეგ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა მისთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია გახლდათ.

GOAL-თან ინტერვიუში ფრანც ბეკენბაუერი იმედოვნებს, რომ ფილიპ ლამი საკუთარ გადაწყვეტილებას, სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ, შეცვლის და 30 წლის განაპირა მცველი კვლავინდებურად გააგრძელებს ბუნდესმანშაფტის მაისურით საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვას.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გერმანიის ნაკრებისთვის ტრიუმფალური გამოდგა, რომლის დასრულების შემდეგაც მიუნხენის ბაიერნის კაპიტანმა, ფილიპ ლამმა, ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ სანაკრებო კარიერას წყვეტდა.

ბეკენბაუერი, რომელმაც აღნიშნული ტიტული, როგორც ფეხბურთელმა და მწვრთნელმა მოიგო, შოკირებულია ლამის გადაწყვეტილებით და ამბობს, რომ თუ 30 წლის გერმანელი გადაიფიქრებს გერმანიის ნაკრებში მას ხელგაშლილი შეეგებებიან.

"გაოცებული ვიყავი ლამის გადაწყვეტილება, რომ გავიგე. ვფიქრობდი, რომ ფილიპი ყველა რეკორდს მოხსნიდა. გერმანელი ექსტრაორდინალური ფეხბურთელია, რომელსაც მრავალპოზიციაზე შეუძლია თამაში. ნაკრებისთვის სამწუხარო ინფორმაციაა. სამწუხაროა ფილიპის გადაწყვეტილება. თუ ლამი გადაიფიქრებს დარწმუნებული ვარ ნაკრებში თბილად შეეგებებიან”, - ამბობს ბეკენბაუერი.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..