» » ბაიერნი მატია პერინის აგენტს დაუკავშირდა

ბაიერნი მატია პერინის აგენტს დაუკავშირდა

31-07-2014, 23:00
080
იტალიურ სპორტულ გამოცემა Calcio News-ზე დაყრდნობით მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობა ჯენოას 21-წლის იტალიელი გოლკიპერის, მატია პერინის, აგენტს Roggi Sportmanagement-ის ხელმძღვანელს მატეო როჯის დაუკავშირდა ახალგაზრდა მეკარის რეოკორდმაისტერში ტრანსფერის შესახებ.

გაცნობებთ, რომ მატია პერინმა კარიერის განმავლობაში 117 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, აქედან ექვსჯერ გააფრთხილეს ყვითელი ხოლო ერთხელ წითელი ბარათით. მოედანზე პერინმა სულ 10.425 წუთი დაჰყო. transfermarkt-ზე დაყრდნობით 21-წლის იტალიელი მეკარის მიმდინარე სატრანსფერო ფასი £ 10,56 მილიონ ფუნტს შეადგენს.

ჯენოამდე პერინი დელფინო პესკარა 1936-ის, პადოვასა და ჯენუა პრიმავერას ღირსებას იცავდა. იტალიელი მეკარე საკუთარი ქვეყნის ღირსებას სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებშიც იცავდა და დღესდღეობი ერთ-ერთ პერსპექტიულ-იმედისმომცემ გოლკიპერად განიხილება.

"მიუნხენის ბაიერნის ვარიანტი უკვე აქტუაური აღარაა", - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა Calcio News-თან.

"ერთი თვის წინ ჩვენ კონტაქტი გვქონდა მიუნხენური კლუბის წარმომადგენლებთან. როგორც არ უნდა ვიყოთ დაინტერესებულნი ბაიერნით ოფიციალურ მოლაპარაკებამდე საქმე მაინც არ მივიდა. ვფიქრობ, რომ მანუელ ნოიერის შემცვლელის ადგილზე ყოფნა პერინის ასაკში შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნებოდა".

"მილანის ინტერესი? ამის შესახებ არაფერი ვიცი. შესაძლოა, კლუბებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა მსგავსი ინფორმაცია მე არ მსმენია", - დაასრულა ჯენოას გოლკიპერის აგენტმა კომენტარი.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..