» სიახლის დამატების ინსტრუქცია

სიახლის დამატების ინსტრუქცია

1. FCBAYERN.GE-ზე სიახლის დამატების ძირითადი წესები და პირობები.
საიტზე სტატიების დაწერის და ჟურნალისტის სტატუსის მოპოვების მსურველთათვის გაგაცნობთ იმ ძირითად წესებსა და პირობებს, რომლის დაცვაც აუცილებელია.

1.1 კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეთ, რათა სიახლის დამატების უფლება მოიპოვოთ:
  • აუცილებელია ქართული გრამატიკის კარგად ცოდნა
  • აუცილებელია რუსული, ინგლისური ან გერმანული ენის სრულყოფილად ცოდნა
  • კარგად უნდა იცნობდეთ მიუნხენის ბაიერნის ისტორიასა და კლუბში ამჟამინდელ მდგომარეობას


თუ თვლით, რომ მოცემულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ, მაშინ გაგაცნობთ რა აუცილებელი პირობები უნდა დაიცვათ სტატიის წერისას.

1.2 სტატიის წერისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი:
  • სტატია არ უნდა იყოს დაკოპირებული
  • სტატია უნდა თარგმნოთ რომელიმე ცნობილი უცხოური სპორტული ინტერნეტ-პორტალიდან
  • სტატია უნდა თარგმნოთ უცვლელად, როგორც მოცემულია იმ ვებ-გვერდზე, საიდანაც თარგმნით, ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე
  • სტატიის ბოლოს აუცილებლად უნდა მიუწეროთ წყარო (იმ საიტის პირდაპირი ბმული, საიდანაც თარგმნეთ სიახლე)
  • სტატია არ უნდა იყოს ორ სიტყვიანი და უნდა იყოს ამომწურავი / მოცულობითი


თუ თქვენ 1.1 პირობას სრულად აკმაყოფილებთ შეგიძლიათ მომხმარებლის სტატუსით დაიწყოთ სიახლეების წერა 1.2 პუნქტის გათვალისწინებით. თქვენს მიერ დაწერილი სტატიები თავდაპირველად მოდერაციის გავლის შემდგომ გამოქვეყნდება საიტზე.

იმ მომენტიდან, როდესაც საიტზე სიახლეების წერას დაიწყებთ გეძლევათ ერთ თვიანი გამოსაცდელი პერიოდი, რომელსაც თუ წარმატებით გაივლით, არცერთ პუნქტს არ დაარღვევთ მოგენიჭებათ ჟურნალისტის სტატუსი და დამოუკიდებლად შეძლებთ, მოდერაციის გარეშე, სტატიების გამოქვეყნებას.



2. სტატიის წერის ტექნიკური დეტალები.
გაგაცნობთ ტექნიკურ დეტალებს, რომლის ცოდნაც სტატიის წერისას აუცილებლია.

2.1 სიახლის დამატების ინსტრუქცია:
საიტზე რეგისტრაციის გავლის შემდგომ ავტომატურად მოგენიჭათ სტატუსი მომხმარებელი, რაც უკვე ავტომატურად გაძლევთ საშუალებას გამოაქვეყნოთ სიახლეები.

გაეცანით სიახლის დამატების დეტალურ ინსტრუქციას:
სტატიის გამოსაქვეყნებლად საჭიროა საიტის მენიუში მომხმარებლის ღილაკს დააჭიროთ:



გახსნილ ფანჯარაში ვაწვებით ღილაკს: სიახლის დამატება:



შემდგომ გადავდივართ უშუალოდ სიახლის დამატების ფორმაზე და პირველ რიგში ვუთითებთ სათაურს მაგ: მათს ჰუმელსი ბავარიელია
სათაურის მითითების შემდეგ აუცილებლად დააჭირეთ ღილაკს მსგავსი სიახლეები, რათა შეამოწმოთ ხომ არ დევს უკვე იდენტური სტატია საიტზე
სათაურიდან გამომდინარე ნათელია, რომ სიახლე ეხება მათს ჰუმელსის მიუნხენის ბაიერნში ტრანსფერს, შესაბამისად კატეგორიაში უნდა მოვნიშნოთ ტრანსფერები



მოცემული პუნქტების წარმატებით შესრულების შემდეგ მომდევნო ველია მოკლე აღწერა
აქ უნდა გააკეთოთ სტატიის მოკლე შესავალი, რაზე ვსაუბრობთ, რას ეხება სტატია და ა.შ



შემდეგი აუცილებელი ველია სრული აღწერა
აქ თავდაპირველად უნდა გადმოიტანოთ ის ინფორმაცია, რაც ჩაწერეთ მოკლე აღწერაში (ანუ შესავალი) და შემდგომ გააგრძელოთ უშუალოდ სტატიის წერა



შემდეგი აუცილებელი ველია სურათი
იგულისხმება სტატიაზე თანდართული სურათი

რადგან ჩვენი სტატია ეხებოდა მათს ჰუმელსის მიუნხენის ბაიერნში ტრანსფერს, შესაბამისად გვჭირდება მათს ჰუმელსის სურათი. სურათის საპოვნელად შევდივართ google.com-ზე საძიებო ველში ვწერთ: mats hummels და ვაწვებით ძიების ღილაკს

გაითვალისწინეთ, რომ სურათის მინიმალური ზომა უნდა იყოს 600x390px

სასურველი სურათის პოვნის შემდგომ ვინახავთ სურათს კომპიუტერში და შემდგომ შევდივართ picz.ge-ზე ვტვირთავთ ჩვენს სურათს და ატვრთვის შემდეგ ვაკოპირებთ პირდაპირ ბმულს. სწორედ, რომ სურათის პირდაპირი ბმული უნდა ჩაწეროთ სიახლის დამატების ფორმაში სურათის ველში.



შემდეგი ეტაპია საკვანძო სიტყვები
რადგან ჩვენი სტატია ეხებოდა მათს ჰუმელსის მიუნხენის ბაიერნში ტრანსფერს, შესაბამისად საკვანძო სიტყვებიც ამ თემასთან დაკავშირებით უნდა შევიყვანოთ.

მაგალითისთვის: მათს ჰუმელსი, ტრანსფერი, მიუნხენის ბაიერნი, დორტმუნდის ბორუსია, ცენტრალური მცველი

ანუ ვუთითებთ საკვანძო სიტყვას - ვსვავთ მძიმეს - გამოვტოვებთ ადგილს და ვუთითებთ შემდეგ სიტყვას
ბოლო საკვანძო სიტყვის შემდეგ მძიმის დაწერა საჭირო არ არის.



უსაფრთხოებიდან გამომდინარე შემდეგი აუცილებელი ველია უსაფრთხოების კოდი
ამ შემთხვევაშიც ყველაფერი მარტივადაა, უბრალოდ შეგყავთ სურათზე გამოსახული კოდი მოცემულ ველში და თუ სტატიის წერის ინსტრუქციის ყველა დეტალები დაცულია უბრალოდ აწვებით ღილაკს გაგზავნა და გილოცავთ თქვენი სტატია წარმატებით დაემატა ჩვენს საიტზე




ვინაიდან და რადგანაც ეს თქვენი პირველი სტატია იყო, შესაბამისად, როგორც უკვე მოგახსენეთ ერთ თვიანი გამოსაცდელი ვადა გექნებათ, რათა მიიღოთ ჟურნალისტის სტატუსი და დამოუკიდებლად, ყოველგვარი დამცავი კოდისა და დამატებითი უსაფრთხოების ზომების გარეშე, წეროთ სიახლეები ჩვენს ვებ-გვერდზე.

* გაითვალისწინეთ, რომ სტატიის წერისას ადმინისტრაცია მოცემულ პუნქტებთან ერთად აფასებს თქვენი ფანტაზიისა და კრეატიულობის უნარებსაც.
შესაძლოა იმ საიტზე საიდანაც თქვენ სტატიას თარგმნით მაგ: მათს ჰუმელსის მიუნხენის ბაიერნში ტრანსფერის შესახებ წერია მოკლე ინფორმაცია. ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ისეთ მომხმარებლებს, რომლებიც მოცემული ინფორმაციის გარდა მოიძიებენ დამატებით ინფორმაციას: სტატისტიკას, ისტორიას და ყველა საინტერესო ფაქტს თან დაურთავენ სტატიას.



3. მოდერაციის პროცესი
სიახლის გამოქვეყნების შემდეგ 24 საათის განმავლობაში თქვენი სტატია გაივლის მოდერაციას (შემოწმებას). ადმინისტრაცია შეამოწმებს თქვენს მიერ დამატებული სიახლის შემცველობას, ხარისხს, შესრულებული პუნქტების სისწორეს და თუ ყველაფერი წესრიგში გექნებათ თქვენი სიახლე გამოქვეყნდება საიტზე.

3.1 უარი სიახლეზე
თქვენს მიერ გამოქვეყნებული სტატიის გამოქვეყნებაზე ადმინისტრაციამ, შეიძლება, რამდენიმე მიზეზის გამო გითხრათ უარი:
მათ შორის თუ დაირღვა 1.2 პუნქტის პირობები ან არასწორად იქნა შესრულებული 2.1 პუნქტში მოცემული ინსტრუქცია.


თუ თქვენი სტატია 24 საათის განმავლობაში არ გამოქვეყნდა, ესეიგი ადმინისტრაციამ არ მიიღო თქვენი სიახლე.



4. იერარქია
ჟურნალისტის სტატუსის მოპოვების შემდეგ თქვენი იერარქიული წინსვლა ამით არ ჩერდება.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ ჟურნალისტის მოვალეობებს თავს კარგად ართმევთ, წერთ ვრცელ, მოცულობით და საინტერესო სიახლეებს, იცავთ ყველა პირობას და მეტიც საიტის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ ადმინისტრაციამ შესაძლოა დაგაწინაუროთ.

4.1 სტატუსები და სტატუსის მისაღებად საჭირო სიახლეების რაოდენობა
  1. ჟურნალისტი - აღნიშნული სტატუსის მოსაპოვებლად საჭიროა საიტზე გამოაქვეყნოთ მინიმუმ 25 სიახლე

    უპირატესობები:
    - სიახლეების გამოქვეყნება მოდერაციის გარეშე
    - სიახლეების გამოქვეყნება დამცავი კოდის გარეშე
    - თქვენი სტატიების რედაქტირების უფლება
    - კომენტარებზე ხელმოწერის ფუნქცია


  2. რედაქტორი - აღნიშნული სტატუსის მოსაპოვებლად საჭიროა საიტზე გამოაქვეყნოთ მინიმუმ 150 სიახლე

    უპირატესობები:
    - სიახლეების გამოქვეყნება მოდერაციის გარეშე
    - სიახლეების გამოქვეყნება დამცავი კოდის გარეშე
    - როგორც თქვენი ასევე სხვისი სიახლეების რედაქტირების უფლება
    - კომენტარებზე ხელმოწერის ფუნქცია
    - თქვენი და სხვისი სიახლეების წაშლის უფლება
    - საიტზე სხვისი სიახლეების გამოქვეყნების უფლება (კისრულობთ მოდერატორის ვალდებულებას)
    - მომხმარებელზე ბლოკის დადების უფლება
    - სურათისა და ფაილების ჩვენს სერვერზე ატვირთვის უფლება
    - სხვისი კომენტარების რედაქტირების ფუნქცია
    - სხვისი კომენტარების წაშლის ფუნქცია