FCB :
გერმანიის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მიუნხენის "ბაიერნმა" ზამთრის პირველი შენაძენი განახორციელა. ბენჟამინ პავარი, რომელიც საფეხბურთო კლუბ "შტუტგარტის" ღირსებას იცავს, 2019 წლის 1 ივლისიდან "რეკორდმაისტერს" შეუერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას მიუნხენის "ბაიერნის" სპორტული დირექტორი - ჰასან სალიჰამიჯიჩი ავრცელებს. დოჰაში გამართული პრეს-კონფერენცია "ბრაზომ" სწორედ ზემოხსენებული სიახლით გახსნა.
ბავარიელთა იანვრის განრიგი
თითქმის 4 კვირა გაგრძელდება ბუნდესლიგის ამ სეზონში ზამთრის შესვენება, მანამ სანამ 18 იანვარს პირველ მატჩში „ბავარიელები“ „ჰოფენჰაიმს“ შეხვდებიან.
კენჭისყრის შედეგები ცნობილია
ორშაბათს 17 დეკემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე, ქალაქ ნიონში, უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩების კენჭისყრა გაიმართა. მიუნხენის "ბაიერნს" მეტოქედ ინგლისური "ლივერპული" ხვდა წილად. პირველი მერვედფინალური დაპირისპირებები 2, 13, 19 და 20 თებერვალსაა ჩანიშნული, განმეორებითი შეხვედრები კი 5, 6, 12 და 13 მარტს
FCB : ალფონსო დევისი მიუნხენშია
Servus, ალფონსო! ოთხშაბათს, მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულს მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვდნენ ვარჯიშზე შეკრებილი თანაგუნდელები. ალფონსო დევისს მიეცა შესაძლებლობა გაეცნო როგორც მიუნხენელი კოლეგები, ისე კლუბის მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი. 18 წლის კანადელი ბავარიის დედაქალაქს სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში ეწვია. მყისიერად გაიარა სამედიცინო შემოწმება და სავარჯიშო კომპლექსის დათვალიერებასაც შეუდგა.
ტრავმებმა მიუნხენელთა გამარჯვება დაჩრდილა
შაბათს მიუნხენის ბაიერნმა ნიკო კოვაჩის ხელმძღვანელობით ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. ალიანს არენაზე რეკორდმაისტერმა ლევერკუზენის ბაიერი ანგარიშით 3:1 დაამარცხა. სამწუხაროდ, შესანიშნავი რეზულტატი ბავარიელთა ორი ფეხბურთელის: რაფინიასა და კორენტინ ტოლისოს ტრავმებმა დაჩრდილა.
გასულ კვირას ჩატარებული ჩემპიონთა ლიგის წილისყრასთან ერთად მიუნხენის ბაიერნმა იმ მოთამაშეთა სია წარადგინა, რომლებიც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მიიღებენ მონაწილეობას. რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა 32 კაციან განაცხადზე შეაჩერა არჩევანი, რომელთაგან თითოეულ შეხვედრაში 18 ფეხბურთელს აარჩევს.
ხუთშაბათს 30 აგვისტოს, უეფას ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა, სადაც გაირკვა მიუნხენის "ბაიერნის" მომავალი მეტოქეების ვინაობა. E ჯგუფში "რეკორდმაისტერის" გვერდით დაწყვილდნენ შემდეგი გუნდები : "ბენფიკა", "აიაქსი" და "აეკი". გთავაზობთ წილისყრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს.
ოფიციალურად: რუდი
სებასტიან რუდიმ მიუნხენური კლუბი დატოვა და საკუთარ საფეხბურთო კარიერას, გელზენკირხენის "შალკე 04"-ის შემადგენლობაში გააგრძელებს. 28 წლის საყრდენმა ნახევარცველმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაირა და კლუბთან 4 წლიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.
გერმანიის თასის კენჭისყრის შედეგები ცნობილია
“ბავარიის“ მეტოქე გერმანიის თასის მე-2 რაუნდში რეგიონალლიგის კლუბი „რიოდინგჰაუზენი“ გახდა. კენჭისყრა დღეს, კვირა საღამოს გაიმართა.
გორეცკას პირველი შეხვედრა ჟურნალისტებთან
ლეონ გორეცკასათვის, "ბაიერნის" სავარჯიშო კომპლექსზე გატარებული პირველი კვირა, საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. ფიზიკური მდგრადობის დიაგნოსტიკა, სხვადასხვა ფოტოსესიები, სარეკლამო გადაღებები და რაღა თქმა უნდა, გაუთავებელი ვარჯიშები - თაკარა მზის ქვეშ. ხუთშაბათს "რეკორდმაისტერის" ახალწვეულმა პრესის წარმომადგენლებთან საკუთარი პირველი შეხვედრა გამართა.
უკან 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 46 წინ